ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ზემო აჭარის ბიზნესფორუმს გამართავენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ზემო აჭარის ბიზნესფორუმს გამართავენ

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs) ზემო აჭარის ბიზნესფორუმს “Invest in Mountainous Ajara” გამართავენ. ღონისძიება ევროკავშრის ENPARD-ის პროექტების „ქედა ლიდერის“ და „ENPARD ხულოს“ ფარგლებში, განმახორციელებელი ორგანიზაციების CENN-ის და ჩეხეთის კარიტასის ორგანიზებით და Tbilisi Startup Bureau -სთან პარტნიორობით გაიმართება.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეწარმეების ბიზნესურთიერთობების გაფართოებას და ზოგადად ზემო აჭარაში ინვესტიციებისა და ინოვაციების სტიმულირებას.

ღონისძიება ორ მთავარ მიმართულებას ეფუძნება: სოფლის მეურნეობას და ტურიზმს. ღონისძიების ფარგლებში შედგება პანელური დისკუსიები და წინასწარ ორგანიზებული ბიზნეს (B2B) შეხვედრები.

ღონისძიების დამსწრეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ზემო აჭარის ინოვაციურ და წარმატებულ ბიზნესინიციატივებს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში. ფორუმის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ზოგადად ზემო აჭარის ეკონომიკური პოტენციალი, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

Covid-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ბიზნეს ფორუმი გაიმართება ონლაინ, Invest in Mountainous Ajara, Zoom-ის პლატფორმაზე და Keda LEADER-ის facebook გვერდზე.

ფორუმის ლაივსტრიმი უზრუნველყოფილი იქნება ქედა LAG-ის Facebook გვერდზე:  https://www.facebook.com/KedaLeader

პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.

საკონტაქტო პირი:

ნანა თაკვარელია, კომუნიკაციების სპეციალისტი,  +995 599 087 703, nana.takvarelia@cenn.org

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *