წარმატებული მეწარმეების ისტორიების მოსმენა, ვორკშოპებზე დასწრება და სხვათა გამოცდილების გათვალისწინება პროდუქტის შექმნისა და გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
UserGuiding-ი სტარტაპებითა და, ზოგადად, ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს 5 საუკეთესო პოდკასტის ჩამონათვალს სთავაზობს, რომლებშიც ადამიანები გვიყვებიან მარკეტინგზე, თვითგანვითარებაზე, მარცხსა და წარმატებაზე.
#1 – Naval Podcast
პოდკასტის წამყვანია AngelList-ის თანადამფუძნებელი, ნავალ რავიკანტი. ჩანაწერები ძირითადად არის სიმდიდრეზე, ინვესტიციაზე, ტექნოლოგიებსა და წარმატებაზე.
მოსმენა შეგიძლიათ როგორც სპეციალურ ვებგვერდზე, ასევე Spotify-სა და Apple Podcasts-ზე.
#2 – Masters of Scale
მეორე პოდკასტის წამყვანი LinkedIn-ის თანადამფუძნებელი, რიდ ჰოფმანია.
ის ძირითადად საუბრობს მეწარმეებზე, წარმატებული დამფუძნებლებისა და ცნობილი კომპანიების ისტორიებზე, ასევე ლიდერობაზე, სტრატეგიასა და მენეჯმენტზე.
მოსმენა შეგიძლიათ Spotify-სა და Apple Podcasts-ზე
#3 – Rocketship.fm
თუ თქვენი ინტერესის სფერო ტექნოლოგიებია, Rocketship.fm არის პოდკასტი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუსმინოთ.
წამყვანი მაიკლ საკა დაწვრილებით მიმოიხილავს პროდუქტის მენეჯმენტის ფუნდამენტურ კონცეფციებს და გვიყვება შთამაგონებელ ისტორიებს.
პოდკასტი ხელმისაწვდომია Spotify-სა და Apple Podcasts-ზე.
#4– This Week in Startups
წამყვანი ჯეისონ კალაკანისი საუბრობს წარმატებულ მეწარმეებთან და გვთავაზობს ლიდერობის მაგალითებს.
მოსმენა შეგიძლიათ Youtube-ზე, Spotify-სა და Apple Podcast-ზე.
#5 – Mixergy
პოდკასტის წამყვანი გვიზიარებს დამფუძნებლებისა და ლიდერების ისტორიებს მთელი მსოფლიოდან.
ხელმისაწვდომია Spotify-სა და Aplle Podcasts-ზე.