5 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა

5 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა

წლის პირველ 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოს შემოსავალი 101 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ მაისში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 281 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის მაისის თვესთან შედარებით.

2019 წლის იანვარ-მაისში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, (ზრდა +9.8%) რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *