2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების ჩამონათვალი უკვე მზად არის, სადაც წამყვან პოზიციას Air New Zealand-ი იკავებს. ყოველწლიური რეიტინგი AirlineRatings.com-მა გამოაქვეყნა. რეტინგის შედგენისას კომპანიამ გაითვალისწინა ათობით ფაქტორი, როგორიცაა ოპერაციული უსაფრთხოება, მგზავრების შეფასებები, მოგებიანობა, საინვესტიციო რეტინგი, ეკიპაჟის ასაკი და პროდუქტების შეთავაზების მრავალფეროვნება.
Air New Zealand-მა პირველობა Singapore Airlines-ს ჩამოართვა, მაგრამ ამას განცვიფრება არ გამოუწვევია იმ წაგების ფონზე, რომელიც კომპანიას გასულ წელს დაუფიქსირდა. Singapore Airlines-ს რაიტინგში ძალიან არ ჩამოქვეითებულა და დამსახურებულ მეორე ადგილს იკვავებს, პრემიუმ კლასის სერვისების შეთავაზების ხარჯზე.
”ჩვენი ანალიზით, Air New Zealand-მა აუდიტის კრიტერიუმები ყველაზე უკეთ დააკმაყოფილა და მათი შედეგები შთამბეჭდავია. შედეგად 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგის ლიდერია“, აცხადებს AirlineRatings.com-ის დირექტორი ჯეფრი ტომასი.
გთავაზობთ 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგს:
1. Air New Zealand
2. Singapore Airlines
3. All Nippon Airways
4. Qantas
5. Cathay Pacific
6. Emirates
7. Virgin Atlantic
8. EVA Air
9. Qatar Airways
10. Virgin Australia
11. Lufthansa
12. Finnair
13. Japan Airlines
14. KLM
15. Korean Airlines
16. Hawaiian Airlines