ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 7%-მდე გაიზარდა

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 7%-მდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 7%-ით გაძვირდა.

ნოემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული – 9.3%, რძე, ყველი და კვერცხი – 2.7%, პურპროდუქტები – 1.3%, ყავა, ჩაი და კაკაო – 2.1%, თამბაქოს ნაწარმი – 3.4%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 2.1%.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (15.4%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 13.4%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი 3.1%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.3%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4.4%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.