თებერვალში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა

თებერვალში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, 2021 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის თებერვალში 165 626 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2021 წლის თებერვალში – 42 075. გასული წლის თებერვალში პანდემიის გამო ჯერ კიდევ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა და ტურისტები ვერ შემოდიოდნენ. 2019 წლის თებერვალთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 65%-ით არის შემცირებული.

ტურისტების რაოდენობა, რომელიც მხოლოდ იმ ვიზიტორებს მოიცავს, რომლებმაც საქართველოში 24 საათზე მეტი გაატარეს, თებერვალში ასევე თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და ჯამში 137 ათასი ტურისტი შემოვიდა. 2019 წლის თებერვალთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 45%-ით არის შემცირებული.

ორი თვის ჯამში, იანვარ-თებერვალში ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი. 2022 წლის ორ თვეში 365 019 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში  – 76 984.

თებერვალში ყველაზე მეტი (29 606) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 20 876 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 17 366 ვიზიტორით.

10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

რაოდენობა

ცვლილება  2021/2022

თურქეთი

29,606

85%

რუსეთი

20,876

614%

სომხეთი

17,366

200%

ისრაელი

8,779

19852%

უკრაინა

8,601

701%

აზერბაიჯანი

7,562

91%

ყაზახეთი

4,121

830%

ბელარუსი

3,446

745%

ირანი

3,272

843%

საუდის არაბეთი

2,728

68100%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია