ბულგარეთის მთავრობა დუნაის ნაპირზე, კოზლოდუის მოქმედ ბირთვულ ელექტროსადგურზე, სულ მცირე ერთი ატომური რეაქტორის აშენებას გეგმავს. პროექტის მიმდინარე წელს დაწყების შემთხვევაში, რეაქტორი 2028-2030 წლებისთვის ამოქმედდება.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ასენ ვასილევის განმარტებით, ჯამში ოთხი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ფლობისთვის, ბულგარეთს მეორე ატომური რეაქტორის მშენებლობის შესაძლებლობაც აქვს. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს ორი ახალი, თუმცა გამოუყენებელი რუსული ატომური რეაქტორი, რომელთა ბედიც გაურკვეველია, რადგან რეაქტორების ჩართვა პროექტში რუსული კორპორაციის, Rosatom-ის მონაწილეობას გამოიწვევს.
ვასილევის განცხადებით, ბულგარეთის სტრატეგიული მიზანი მის საკუთრებაში არსებული ქვანახშირის რუსული გაზით ჩანაცვლება არაა და ქვეყანა „მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში გარდამავალ საწვავად ბუნებრივ აირს არ გამოიყენებს. ელექტროენერგიის მხრივ ქვეყანა უმნიშვნელოდაა დამოკიდებული ომზე, კოზლოდუის ელექტროსადგურისთვის საწვავის მარაგი კი 2025 წლამდე საკმარისია. რაც შეეხება ქვანახშირს, ის ბულგარეთის ეროვნული რესურსია.
პრემიერის მოადგილემ საბერძნეთის მხრიდან დაინტერესებაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალი ბირთვული რეაქტორებიდან ელექტროენერგიის შეძენაში გამოიხატება. რეაქტორების გარდა კი ბულგარეთი, განახლებადი ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგიის შესანახად და ბატარეების წარმოებისთვის, ქვეყანაში მასშტაბური ენერგოპარკის მშენებლობასაც გეგმავს. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უხელმძღვანელებს.