ამჟამად, ვაშინგტონთან ერთად, რეკრეაციული კანაფი კიდევ 19 შტატშია ლეგალიზებული, რომელთაც მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე შტატი შეუერთდება. ფაქტია, რომ ლეგალიზაციის ფართო გავრცელებასთან ერთად, კანაფი შესამჩნევად ნაკლებად სტიგმატიზებული გახდა.
Harris Poll-ის მიერ მაისში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აშშ-ში მცხოვრებ ზრდასრულთა 68%, ზრდასრულების მიერ კანაფის გამოყენებას უკვე ემხრობა. მილენიალთა ნახევარი კი თვლის, რომ ლეგალური რეკრეაციული კანაფის ხელმისაწვდომობა დასასვენებელი ადგილის არჩევისას მნიშვნელოვანია, 43%-მა სწორედ ამ მიზეზით აირჩია სამოგზაურო მიმართულებაც.
თუმცა ამ ეტაპზე, კანაფის მოგზაურობა ტურისტული საბჭოებისა და ინდუსტრიის მიერ დიდწილად უგულებელყოფილია, რაც, Emerald Farm Tours-ის დამფუძნებლის, ვიქტორ პინიოს აზრით, მილიონობით დოლარის შემოსავლის დაკარგვის მიზეზი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უცნობია კანაფის, როგორც ახლად წარმოქმნილი მზარდი ტურისტული ინდუსტრიის მომავალი მოცულობა, ისე მისი გავლენა აშშ-ის $1.2-ტრილიონიან ტურიზმის ეკონომიკაზე, ადრეული მონაცემები იმედის მომცემია.
ლეგალური კანაფი სხვა ტიპის ბიზნესის გაძლიერებაზეც დადებითად მოქმედებს. მაგალითისთვის, Forbes-ის შეფასებით, 2021 წელს კანაფის ლეგალური გაყიდვებიდან შემოსული $25 მილიარდიდან, $4.5 მილიარდამდე ტურისტებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც დამატებით $12.6 მილიარდი რესტორნებში, სასტუმროებსა და მაღაზიებში დახარჯეს.
კანაფის მოგზაურობის ასოციაციის (CTAI) საერთაშორისო ინდუსტრიული ჯგუფის უახლესი კვლევა კანაფის ტიპური მოგზაურის პორტრეტს გვისახავს, რომელიც სტერეოტიპულ დამსვენებელზე მეტად მაღალშემოსავლიან დამსვენებელს ჰგავს: ორივე სქესის წარმომადგენელი, მილენიანელი ან უფრო ახალგაზრდა (63%), კოლეჯის დიპლომით (59%), სამსახურით (82%) და $87,000-იანი საშუალო შემოსავლით. 2050 წლისთვის აშშ-ის მოგზაურთა 50% მილენიალები იქნებიან, რომელთა დამოკიდებულება კანაფის მიმართ მნიშვნელოვნად ნორმალიზებულია დღევანდელი ინდუსტრიის სტიგმატიზებულ ლიდერებთან შედარებით.
სამომავლო ტურისტული პროგნოზით, ფლორიდას, აღმოსავლეთ სანაპიროზე, კანაფის ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. კალიფორნიის შემდგომ, ოქროს შტატი მეორეა ქვეყანაში მთლიანი ტურიზმით, 2019 წელს ვიზიტორთა $99-მილიარდიანი დანახარჯით. გარდა ამისა, ფლორიდას ეკუთვნის ქვეყნის უმსხვილესი სამედიცინო მარიხუანის ბაზრის წოდებაც, $1 მილიარდის წლიური გაყიდვებით. მიუხედავად იმისა, რომ შტატის ლიდერები რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზებას ჯერჯერობით ეწინააღმდეგებიან, 2019 წლის ფინანსური გავლენის ანგარიშით დადგინდა, რომ რეკრეაციული კანაფის გაყიდვებიდან, ტურიზმის თანმხლებ ზრდასთან ერთად, ფლორიდის ბიუჯეტს $190 მილიონი შეემატებოდა. გაყიდვების გადასახადის 6%-იან განაკვეთზე დაყრდნობით კი, სამი წლის წინ ფლორიდას $3.2-მილიარდიანი ბაზარი ექნებოდა, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არაა დამწყები ინდუსტრიისთვის.