ტოკაევმა ყაზახური ნავთობისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი პრიორიტეტულად დაასახელა

ტოკაევმა ყაზახური ნავთობისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი პრიორიტეტულად დაასახელა

ყაზახური ნავთობის საექსპორტო გზებს შორის საერთაშორისო ტრანსკასპიური მარშრუტი ყველაზე პრიორიტეტულია, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის განსახილველად გამართულ საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ტრანსკასპიური მარშრუტი პრიორიტეტული მიმართულებაა. მსურს, დავავალო KazMunayGaz-ს, ამ მარშრუტის რეალიზაციის ოპტიმალური ვარიანტი იმგვარად შეიმუშაოს, რომ მასში ტენგიზის ნავთობტერმინალის ინვესტორების ჩართვაც იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა ტოკაევმა.

შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი აღმოსავლეთ ჩინეთში იღებს სათავეს და საქართველოს გავლით ევროპაში ხვდება.