10 ვალუტა, რომელთანაც ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა

10 ვალუტა, რომელთანაც ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა

ლარის მცურავი გაცვლითი კურსისთვის, წინა წლების მსგავსად, მშვიდი არც 2018 წელი ყოფილა. მეტიც, აშშ დოლარის მიმართ ლარმა “რეკორდიც” მოხსნა და გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა, თავისთავად დოლარი არ არის ერთადერთი ვალუტა, რომლის მიმართაც ლარი თავის ღირებულებას კარგავს ან იძენს. იმ 10 ვალუტის გამოსავლენად, რომლის მიმართაც წელს ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა ეროვნული ბანკის მიერ შერჩეული ის 44 ვალუტა გამოვიყენეთ, რომლის ქვეყნებთანაც საქართველოს გარკვეული სავაჭრო, თუ სავალუტო ურთიერთობა აქვს. მონაცემები 2018 წლის 1 იანვრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. 

კატარული რიალი

გაუფასურდა 3.39%-ით. 

აზერბაიჯანული მანათი

გაუფასურდა 3.28%-ით 

10 ჰონგ-კონგური დოლარი

გაუფასურდა 3.03%-ით 

10 არაბეთის გაერთიანებული საემიროების დირჰამი

გაუფასურდა 2.99%-ით 

აშშ დოლარი

გაუფასურდა 2.99%-ით 

10 თურქმენული მანათი

გაუფასურდა 2.99%-ით 

10 უკრაინული გრინვა

გაუფასურდა 2.89%-ით 

1000 სომხური დრამი

გაუფასურდა 2.68%-ით 

ქუვეითური დინარი

გაუფასურდა 1.94%-ით 

100 იაპონური იენი

გაუფასურდა 1.86%-ით