Twitter-ის ახალი მფლობელი და ხელმძღვანელი ილონ მასკი გეგმავს, რომ კომპანიიდან თანამშრომლების თითქმის 50% გაათავისუფლოს, რაც 3,700-მდე ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას ნიშნავს.
ბუნებრივია, მასკის რადიკალურ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა; მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა კი პროტესტის შედარებით მწვავე ფორმას მიმართეს და Twitter-თან კომერციული თანამშრომლობა შეწყვიტეს.
Volkswagen, Ford, General Motors, Audi, United Airlines, Pfizer, Mondelez – ეს იმ კომპანიების მზარდი სიის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც Twitter-ზე რეკლამების განთავსება შეწყვიტეს.
მოგეხსენებათ, სოციალური ქსელების შემოსავლის ძირითად წყარო რეკლამებია, უმსხვილესი კომპანიების მიერ თანამშრომლობის შეწყვეტა კი, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება Twitter-ის შემოსავლებზე.
შეცვლის თუ არა მასკი გადაწყვეტილებას, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო მასშტაბით პროტესტის ტალღა ძლიერდება და არ არის გამორიცხული, ზეწოლის გამო, პლანეტის უმდიდრეს მეწარმეს სტრატეგიის გადახედვა მოუწიოს.