Forbes-მა საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგი შეადგინა

Forbes-მა საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგი შეადგინა

გლობალური რეცესიის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების, ომისა და ენერგოკრიზისის ფონზე, ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა.

2022 წლის რეიტინგის შედგენის პროცესში 57 ქვეყნიდან 150,000 დასაქმებული გამოიკითხა. მათ კომპანიები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს, მათ შორისაა: სამუშაო პირობები, განვითარების შესაძლებლობები, კორპორაციული გავლენა, უნარების განვითარება, თანასწორობა, სოციალური პასუხისმგებლობა და ბრენდის იმიჯი.

გამოკითხვის შედეგად Forbes-მა საუკეთესო 800 კომპანია გამოავლინა, მათ სათავეში კი კორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung-ია, რომელიც 266,673 თანამშრომელს ასაქმებს და ყველაზე მაღალ შეფასებებს იმსახურებს.

გთავაზობთ საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგს:

1. Samsung – 266,673 თანამშრომელი;
2. Microsoft – 221,000
3. IBM – 250,000
4. Alphabet (Google) – 156,500
5. Apple – 154,000
6. Delta Air Lines – 80,000
7. Costco – 288,000
8. Adobe – 25,988
9. Southwest Airlines – 55,093
10. Dell – 133,000
11. Lockheed Martin – 114,000
12. Cisco – 79,500
13. BMW – 118,909
14. Amazon – 1,608,000
15. Decathlon – 100,000
16. Adidas – 61,401
17. Airbus – 125,000
18. Ferrari – 4,556
19. Fraunhofer – 30,028
20. Reliance Industries – 230,000