მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში 3 ჰესის შესვლაა დაგეგმილი. „კასლეთი ჰესი 2“ ნოემბერში უნდა გაიხსნას. „კასლეთი ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 45,8 მლნ კვტ. საათს. ჰესს კომპანია „ჰიდროლეა“ აშენებს.
საქართველოს 2018 წლის ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ნოემბერში შევა ექსპლუატაციაში ხეორიჰესიც. ჰესის მშენებლობას შპს ხეორიჰესი ახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,393,140 ლარია. ჰესი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მდინარე ხეორზე შენდება და მისი დადგმული სიმძლავრე 1.37 მგვტ იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება კი 6,50 გვტ.სთ.
მიმდინარე წელსვე იგეგმება ხადორიჰესი 3-ის ექსპლუატაციაში გაშვება. ჰესი პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე შენდება. მისი დადგმული სიმძლავრე 5,4 მვტ იქნება, საშუალო წლიური გამომუშავება კი 27.5 მლნ კვტ.სთ.