ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში საფრანგეთის ქალაქ ნიმში მიმდინარე მსოფლიო თასის ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო. მან გამარჯვება ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა.
ხეცურიანმა ტურნირის ნახევარფინალში ჩინელ მეტოქეს სძლია, ანგარიშით 15:2, ფინალურ დაპირისპირებაში კი ტაილანდელი მოწინააღმდეგე სამი ქულის სხვაობით, 15:12 დაამარცხა და უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასის ტურნირზე ირმა ხეცურიანთან ერთად, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობენ.