14-15 ოქტომბერს ვიანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის ორდღიან სამიტს უმასპინძლებს

14-15 ოქტომბერს ვიანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის ორდღიან სამიტს უმასპინძლებს

14 და 15 ოქტომბერს, პირველად საქართველოში, ვიანის ორგანიზებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტი — Vian Healthcare Summit გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში, 1000-მდე მონაწილე აქ ჯანმრთელობით დაინტერესებულ თანამოაზრეებს შეხვდება; ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე ინოვაციურ ხედვებს მოისმენს; წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების სესიებს, პრეზენტაციებს, სამედიცინო კონფერენციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებსა თუ მასტერკლასებს დაესწრება და აღმოაჩენს უნიკალურ ინფორმაციას, რომელიც ჰარმონიული ყოველდღიურობის შექმნაში დაეხმარება.

2023 წელს სამიტი ორ ძირითად მიმართულებას გააერთიანებს:

  • ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კეთილდღეობა — აქცენტებით მენტალურ ჯანმრთელობაზე, ნუტრიციასა და სწორ კვებაზე, აქტიურ ცხოვრების წესსა და მის გავლენაზე;
    პირველად საქართველოს აუდიტორიისთვის, ონლაინ ლექციებს ჩაატარებენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები, როგორებიც არიან:

ნეირომეცნიერი რობერტ საპოლსკი; ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი მერი ჰელენ იმორდინო იანგი; Google [X]-ის ყოფილი CEO და ავტორი მო გაუდატი;

სამიტს ეწვევა ბუნებრივი ცხოვრების წესის ქოუჩი ტონი რიდლი .

დამატებით, უცხოელ სპიკერებთან ერთად, სამიტზე შეხვდებით დარგის ადგილობრივ პროფესიონალებს.

  • კლინიკური მედიცინა — კლინიკური კონფერენცია თემატური სესიებით დაიყოფა – ონკო-ჰემატოლოგიის, პედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულებით. საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანი ექსპერტები უახლეს სამედიცინო მიღწევებსა და ინოვაციებს გაგვაცნობენ და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ დარგის სპეციალისტებთან.

* კლინიკური მედიცინის მიმართულებით, სამედიცინო კონფერენციები დახურულ ფორმატში მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის გაიმართება.

თუკი ეს თემები შენთვისაც საინტერესოა, თუ განსხვავებულ, კომპეტენტურ აზრებს სიამოვნებით მოისმენდი და საერთაშორისო კვლევების საინტერესო მიგნებებს გაეცნობოდი, გვეწვიე ჯანმრთელობაზე ზრუნვის სამიტზე. S

 

ღონისძიების დეტალები:

ლოკაცია: სტამბა და Rooms Hotel Lab

თარიღი: 14-15 ოქტომბერი

ღონისძიების გენერალური სპონსორი და მთავარი თანამოაზრე: SOLO

პარტნიორები: USAID, , Imedi L