საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რძის ინდუსტრიის განვითარების მიზნით მესაქონლეობის ექსპო 2023 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რძის ინდუსტრიის განვითარების მიზნით მესაქონლეობის ექსპო 2023 გაიმართება

საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხრდაჭერით, 22 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ იპოდრომზე, მესაქონლეობის ექსპო 2023 გაიმართება.

ღონისძიების მიზანი რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და ექსპორტის მხარდაჭერაა. ის ასევე კარგი შესაძლებლობაა სფეროს სპეციალისტები და ფერმერები ერთმანეთს დააკავშიროს.

ექსპოს ფარგლებში გაიმართება კონკურსი და სასოფლო – სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას 25 – მდე ფერმერი და 50-ზე მეტი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშავებელი, სასოფლო – სამეურნეო საშუალებებისა და აგრო სერვისების მიმწოდებლები და სხვა კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, მესაქონლეობის ექსპო ხორციელდება საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ორგანიზებით. ღონისძიების პარტნიორია პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით. S