Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის ნოემბერში თბილისში 3,390 ერთეული საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 16%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ბაზრის მოცულობა 7%-ით, 215 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, გასულ თვეში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 10%-იანი კლება დაფიქსირდა, ძველ პროექტებში კი 27%-იანი.
აღსანიშნავია, რომ იანვარ-ნოემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 13% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ძველ ბინებს, ამ შემთხვევაში გარეუბნებში 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, შესაბამისად, 17%-ით და 16%-ით გაიზარდა.