Lion Trans უკვე 15 წელია უზრუნველყოფს ავტომობილების ტრანსპორტირებას ამერიკიდან და დაინტერესებულ ადამიანებს მშვიდ, კომფორტულ და დაზღვეულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიამ, მომხმარებლებისა და პარტნიორების წახალისების მიზნით, გათამაშება 1 ოქტომბერს წამოიწყო და სხვადასხვა პრიზი დააწესა.
წამახალისებელი გათამაშების პირველი ორი ეტაპი 5 ნოემბერსა და 5 დეკემბერს წარმატებით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც იღბლიან მონაწილეებს სხვადასხვა პრიზი გადაეცათ: საწვავის 500-ლიტრიანი ვაუჩერი, iPhone 14 Pro, მოპედი და ავტომობილი Honda MNV.
გათამაშების მესამე ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის, მასში მონაწილეობას ის მომხმარებლები შეძლებენ, რომლებიც ავტომობილს დეკემბერში შეიძენენ Lion Trans-ში, სერტიფიცირებულ ავტოდილერთან ან პარტნიორ კომპანიასთან და მათი სერვისით ისარგებლებენ.
გათამაშების შემდეგი ეტაპი 5 იანვარს გაიმართება, მთავარი პრიზი კი ელექტრომობილი Volkswagen ID 4 იქნება, რომელიც ნულოვანი გამონაბოლქვით და საწვავის განულებული ხარჯით გამოირჩევა. ელექტრომობილთან ერთად გათამაშდება საწვავის ვაუჩერი, iPhone 14 Pro და მოპედი.
აღნიშნული გათამაშების მიზანი არა მხოლოდ მომხმარებლებისა და პარტნიორი, სერტიფიცირებული ავტოდილერების წახალისება, არამედ უფრო ჯანსაღი და მწვანე გარემოს შექმნაა. გათამაშების იდეაც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა – ხელი შეუწყოს გარემოს ჯანსაღ ცვლილებებს და იზრუნოს მის გამწვანებაზე.
Lion Trans ავტომობილის შეძენის სრულ ციკლს მართავს, რაც გულისხმობს კომპანიის გუნდის მიერ მომხმარებლისთვის სასურველი ავტომობილის არჩევას, აუქციონის შემდეგ კი მის სწრაფ და უსაფრთხო ჩამოყვანას. აღნიშნული პროცესების კონტროლს ამარტივებს კომპანიის საწყობები აშშ-ს სხვადასხვა შტატში, საკუთარი ტერმინალი ფოთში და სატრანსპორტო ხაზი. გარდა ავტომობილის ტრანსპორტირებისა, კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილი მომხმარებელს უვნებელ მდგომარეობაში ჩაბარდეს.
შეგახსენებთ, რომ გათამაშების მესამე ეტაპი 5 იანვარს, 19:00 საათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერსა და Lion Trans-ის YouTube არხზე გაიმართება. S