პრინცესა დაიანას კაბა აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

პრინცესა დაიანას კაბა აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

პრინცესა დაიანას საღამოს კაბა Julien’s Auctions-ის მიერ გამართულ აუქციონზე 1.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ნივთში გადახდილი ფასი, მის წინასააუქციონო შეფასებას დაახლოებით 11-ჯერ აღემატება. გარდა ამისა, ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი პრინცესა დაიანას კაბებში ოდესმე აუქციონებზე გადაუხდიათ. აქამდე რეკორდი $604,800 იყო – თანხა, რომელიც Sotheby’s-ის აუქციონზე პრინცესა დაიანას მეწამულ ხავერდის კაბაში გადაიხადეს.

Julien’s Auctions-ის ინფორმაციით, კაბის საწყისი შეფასება 100,000-200,000 აშშ დოლარის ფარგლებში განისაზღვრა, თუმცა საბოლოოდ ნივთში გაცილებით მეტი, $1,148,080 გადაიხადეს.

შავსა და ლურჯ ფერში გადაწყვეტილი საღამოს კაბა, რომელიც დიზაინერ ჟაკ აზაგურის ნამუშევარია, პრინცესა დაიანას პირველად 1985 წელს ფლორენციაში ეცვა. აუქციონის სახლის ინფორმაციით, ერთი წლის შემდეგ, ის ამავე კაბაში გადაიღეს ვანკუვერში, კანადაში ვიზიტისას.

ფოტო: PA Media

კაბა გაიყიდა Julien’s Auctions-ისა და Turner Classic Movies-ის (TCM) ოთხდღიანი, “ჰოლივუდის ლეგენდების” სახელწოდებით ცნობილი აუქციონის ფარგლებში, რომელზეც სხვადასხვა სამახსოვრო ნივთი იყო წარმოდგენილი.

ამავე აუქციონზე გაიყიდა ვარდისფერი შიფონის ზედა, რომელიც დაიაინას 1981 წელს ლორდ სნოუდონის ნიშნობისას გადაღებულ ფოტოზე აცვია. მასში 381,000 აშშ დოლარი გადაიხადეს.