Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება

Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში პირველი საერთაშორისო დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება

11 აპრილს, ახალ თეატრში საქართველოში პირველ საერთაშორისო დიზაინ ფესტივალს Touch RGB-ს ჩაეყრება საფუძველი.

ფესტივალის მთავარი მიზანია ადგილობრივ და რეგიონის დიზაინის ქომუნითის უნარების განვითარებას და მსოფლიო ბაზარზე მათი შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყოს ხელი.

Touch RGB წელს 10 საერთაშორისო ვარსკვლავურ ლაინაფს წარმოგვიდგენს, მათ შორის არიან:

  1. Pablo Stainley – MUSHO-ს დამფუძნებელი;
  2. Jonas Lempa – Awwwards-ის ჟიურის პრეზიდენტი და Tekonauten-ის დამფუძნებელი;
  3. Fonz Morris – Nefflix, პროდუქტის წამყვანი დიზაინერი;
  4. Ferdi Alici – OUCHHH – დამფუძნებელი;
  5. DINES® – Studio BLUP – დამფუძნებელი;
  6. Cleber De Campos – Pentagram – კრეატიული დირექტორი;
  7. Alon Chitayat – Animation Studio – დამფუძნებელი;
  8. Vasjen Katro – Baugasm – დამფუძნებელი;
  9. Perdo Messias – OMSE-ის დამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი;
  10. Sofia Papadopoulou – არტ დირექტორი/გრაფიკული დიზაინერი, Awwward-ის ჟიურის წევრი;
  11. Jimmy Elias – SJE-ის დამფუძნებელი, UX ტრენერი;

ფესტივალს 3 ძირითადი თემა აქვს, რომლის მიხედვითაც მოხდა სპიკერების შერჩევა:

  • UI/UX დიზაინი;
  • გენერირებული დიზაინი – (კრეატივი, AI, ახალი მედიები);
  • იმერსიული გამოცდილებები.

Touch RGB-ის ერთდღიანი ზეიმი დატვირთული იქნება ქინოუთ პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, პორტფოლიო რევიუთი, ვორქშოფებით, ნეთვორქინგით, ინსპირაციით, საინტერესო დისკუსიებითა და გართობით.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია დიზაინ ბუთქემფი – გასვილით ტური, რომელიც 12-14 აპრილს გაიმართება და 3 დღის განმავლობაში დატვირთული იქნება UI/UX თემატიკაზე ვორქშოფების პროგრამით. ამ თემაზე ორგანიზატორები მალე გვპირდებიან მეტი დეტალის გაზიარებას.

მთავარი პარტნიორები: Georgia Travel, Chateau Mukhrani, DBlock, Adjaragroup, Holy Motors, GIPA.

მედია პარტნიორები: Marketer.ge, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Next.on.ge, AT.ge.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებ გვერდს: https://touch.ge/touchrgb