Tegeta Holding-ის CEO-დ ეკა ქავთარაძე დაინიშნა

Tegeta Holding-ის CEO-დ ეკა ქავთარაძე დაინიშნა

საავტომობილო კომპანია Tegeta Holding-ის მთავარ აღმასრულებელ ოფიცრად ეკა ქავთარაძე დაინიშნა. ამის შესახებ ახლად დანიშნულმა CEO-მ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ეს მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპია.

„მაქვს პატივი და სიხარულით გიზიარებთ, რომ Tegeta Holding-ის CEO-დ დავინიშნე – კომპანიის, რომელიც საავტომობილო სექტორის ლიდერია და ცნობილია, თავისი ინოვაციებითა და სრულყოფილი მომსახურებით. ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპია და მადლიერებით სავსე ვარ ასეთი ნიჭიერი და თავდადებული გუნდის ხელმძღვანელობის შესაძლებლობისთვის. მოგზაურობა წინ არის!“ – აღნიშნავს ეკა ქავთარაძე.

ცნობისთვის, ეკა ქავთარაძე სხვადასხვა დროს Vian-ის სტრატეგიული მიმართულების მთავარი ოფიცერი და Evex Hospitals-ის დირექტორის მოადგილე იყო.

რაც შეეხება Tegeta Holding-ს, ის 1995 წელს დაფუძნდა. ჰოლდინგი 40-მდე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, სადაც 3000-მდე თანამშრომელია დასაქმებული.