როგორ შეგიძლია ისარგებლო საქართველოს ბანკის ბიზნესბარათით ბიზნეს მობილბანკში?

როგორ შეგიძლია ისარგებლო საქართველოს ბანკის ბიზნესბარათით ბიზნეს მობილბანკში?

ბიზნესის გამართულად ოპერირებისთვის აუცილებელია ფინანსების სწორად განკარგვა და ანგარიშსწორების ეფექტურად განხორციელება. დრო შეზღუდულია, ამიტომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს ისეთი ხელსაწყოები, რომელთა დახმარებით რუტინული აქტივობების ავტომატიზაციას შეძლებს.

სწორად ამ მიზნით შეიქმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათი, რომელიც ამარტივებს როგორც ბიუჯეტის მართვის, ასევე აღრიცხვის და ტრანზაქციების განხორციელების პროცესს.

ბიზნესბარათები ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში, რომელიც უკვე 4 წელია, იქცა ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციად კომპანიებისთვის. „მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ აპლიკაციის ახალი გზავნილია. ამ ბლოგში კი გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ აიღოთ საქართველოს ბანკის ბიზნესბარათი ონლაინ, და ამასთან, როგორ შეიძლება მისი საშუალებით გაზარდოთ სამეწარმეო ეფექტიანობა:

  1. ბიუჯეტის მართვა

კომპანიას აქვს საშუალება, საქართველოს ბანკის ბიზნესბარათი არა მარტო დირექტორისთვის, არამედ ნებისმიერი თანამშრომლისთვის შეუკვეთოს და მას შესაბამისი ლიმიტები დაუწესოს. თანამშრომელი მარტივად შეძლებს ტრანზაქციების განხორციელებას და თანხის განაღდებას, თანაც მისი ყოველი ქმედება ავტომატურად იქნება ბიზნეს მობილბანკში აღრიცხული. ბიზნესბარათს თანხის განაღდების მაღალი ლიმიტებიც გამოარჩევს, დღიური განაღდების ლიმიტი 15 000 ლარია, ონლაინგადახდების შემთხვევაში კი – 30 000 ლარი.

  1. გამარტივებული აღრიცხვა

როგორც აღვნიშნეთ, ბიზნეს მობილბანკში ყოველი ტრანზაქცია ავტომატურად აღირიცხება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესბარათით სარგებლობისას აღარ არის საჭირო ქვითრების და დოკუმენტების შეგროვება. სისტემა ყოველ გადახდას ავტომატურად აღწერს და ციფრულ ქვითარს მონაცემთა ბაზაში ინახავს. ავტომატური აღრიცხვის ფუნქციონალი ანგარიშფაქტურის გამოწერის და დოკუმენტური აღრიცხვის მომზადების საჭიროებას აქრობს, ეს კი ბიზნესს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

ნაღდი ფულით ან სხვა ტიპის ბარათით გადახდისგან განსხვავებით, ბიზნესბარათით ტრანზაქციის განხორციელებისას არ გჭირდებათ დოკუმენტის მომზადება, სალაროსთან რიგში დგომა და იმის მტკიცება, რომ კონკრეტული პროდუქტი თუ სერვისი მართლაც თქვენი ბიზნესისთვის შეიძინეთ, რადგან ეს ისედაც ცხადი იქნება.

გარდა ამისა, ბიზნეს მობილბანკში ინახება ბარათით გატარებული ტრანზაქციების სრული სია, რომელიც მომავალში ანალიტიკური ანგარიშის მომზადებაში, ბიუჯეტის განსაზღვრაში და მონაცემთა ანალიზში დაგეხმარებათ.

  1. განაღდების დაბალი საკომისიო

ზოგჯერ ბიზნესს ნაღდი ფული სჭირდება, რადგან ყველაფრის შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით, სამწუხაროდ, ჯერაც არ არის შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განაღდების დაბალი საკომისიოს არსებობა, რაც საქართველოს ბანკის ბიზნესბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

მაგალითად, ბიზნესბარათით საქართველოს ბანკის ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო ლარში 0.2%-ს შეადგენს, ხოლო სალაროდან თანხის გამოტანის საკომისიო 0.6 პროცენტია. ფაქტია, რომ ბიზნესბარათით თანხის განაღდება 3-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე სალაროთი სარგებლობის გზა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ბანკის ბანკომატები მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი და მათი გამოყენებისას არ გიწევთ დამღლელ რიგში ყოფნა.

  1. სპეციალური შეთავაზებები

საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და Visa-სთან ერთად, ბიზნესმომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს მუდმივად სთავაზობს.

ამჟამად სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება ისეთ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Google, Microsoft, Adobe, Pixlr, HubSpot, Shopify და სხვები შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებს, ქეშბექებსა თუ უფასო მომსახურებებს. მათი მიზანი კი ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაა.

Mastercard-ის შეთავაზებების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეთავაზებების სივრცეში.

  1. პირველი ბარათი უფასოა

თუკი საქართველოს ბანკის ბიზნესბარათის აღება გადაწყვიტეთ, თქვენთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს – ციფრულად შეკვეთილი პირველი ბარათი სრულიად უფასოა. რაც მთავარია, ბარათის შესაკვეთად ბანკში ვიზიტი არ არის აუცილებელი, ამისათვის ბიზნეს მობილბანკში მხოლოდ ონლაინ განაცხადის შევსებაა საჭირო.

“ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვართ ორიენტირებული ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე, რომლებიც მათ ყოველდღიური საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება. საქართველოს ბანკის ბიზნესბარათებით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სრულყოფილი საბანკო მომსახურება და გაიმარტივონ ბიუჯეტის მართვის თუ ტრანზაქციების შესრულების პროცესი, ამასთან, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებითა და სხვა ბენეფიტებით. ჩვენ მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო შეთავაზებას შევქმნით ჩვენი მომხმარებლებისთვის“, – ამბობს თინათინ ბარბაქაძე, ანალიტიკოს-დეველოპერი საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში.

საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებით სარგებლობისთვის გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ. S