Sky Express-ი ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს

Sky Express-ი ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს

ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი 6 ნოემბრიდან ათენი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.

„ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo-ტიპის ბორტით იფრენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Sky Express-ი 2005 წელს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაფუძნდა. ავიაკომპანიის განკარგულებაში 23 საჰაერო ხომალდია. ის საერთაშორისო ფრენებს 21 მიმართულებით ასრულებს.