სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით, ხოლო წლიურად 7.8%-ით გაიზარდა.
საქსტატის შეფასებით, თვიურ ჭრილში ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4 პროცენტიანი მატებით. ამან 1.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, ამ შემთხვევაში, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5 პროცენტიანი მატებით და სამშენებლო მასალების 3.3 პროცენტიანი გაძვირებით. ამან, შესაბამისად, 4.65 და 1.95 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2024 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსები (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები: