საფეხბურთო კლუბების ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

საფეხბურთო კლუბების ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

Brand Finance-მა 2024 წლის Football 50-ის სია გამოაქვეყნა, რომელშიც საფეხბურთო კლუბების ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდებია მოცემული. ბრენდის ღირებულება აშშ დოლარშია დათვლილი და 2024 წლის მდგომარეობას ასახავს.

ბრენდის ღირებულება განისაზღვრება, როგორც ბრენდის მიერ წარმოქმნილი ეკონომიკური სარგებლის კაპიტალის ღირებულება. ეს ჩვეულებრივ ითვლება, როგორც მომავალი ფულადი ნაკადების წმინდა მიმდინარე ღირებულება, რომელიც უშუალოდ ბრენდს ეკუთვნის.

წელს საფეხბურთო კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სტატუსი მადრიდის “რეალმა” მოიპოვა, სადაც თამაშობენ ისეთი სუპერვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი და კილიან მბაპე. შეგახსენებთ, 2023 წელს ეს წოდება “მანჩესტერ სიტიმ” დაიმსახურა, რომელმაც მიმდინარე წლის რეიტინგში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

UEFA-ს თანახმად, ესპანური კლუბი ევროპულ ფეხბურთში ყველაზე შემოსავლიანი იყო. შეგახსენებთ, 2023-24 წლების სეზონში მან ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული 36-ედ მოიგო და ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

გასული სეზონი არანაკლებ წარმატებული გამოდგა “მანჩესტერ სიტისთვისაც”, რომელმაც რეკორდული შემოსავალი მიიღო. ის გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო პრემიერ-ლიგა, ასოციაციის თასი, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერთასი და FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბების ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ათეულში ინგლისის პრემიერ-ლიგის ექვსი წარმომადგენელია.

საფეხბურთო კლუბების ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები:
ბრენდიბრენდის ღირებულებაქვეყანა
Real Madrid CF$1.80 მლრდ.ესპანეთი
Manchester City FC$1.72 მლრდ.ინგლისი
FC Barcelona$1.65 მლრდ.ესპანეთი
Manchester United FC$1.49 მლრდ.ინგლისი
Liverpool FC$1.47 მლრდ.ინგლისი
FC Bayern Munich$1.32 მლრდ.გერმანია
Paris Saint-Germain$1.29 მლრდ.საფრანგეთი
Arsenal FC$1.06 მლრდ.ინგლისი
Tottenham Hotspur FC$930 მლნ.ინგლისი
Chelsea FC$897 მლნ.ინგლისი