INMerge Innovation Summit-ზე ვენჩურული კაპიტალის ახალი რეგიონული ფონდი დაფუძნდა

INMerge Innovation Summit-ზე ვენჩურული კაპიტალის ახალი რეგიონული ფონდი დაფუძნდა

მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს PASHA Bank-ის მიერ ორგანიზებული INMerge Innovation Summit-ის პირველი დღეა.

აღსანიშნავია, რომ სამიტზე დაფუძნდა INMerge-ის ვენჩურული კაპიტალის ფონდი. დამფუძნებელთა შორის არიან PASHA Innovations-ი, ციფრული განვითარებისა და ინოვაციების სააგენტო, „აზერბაიჯანის საინვესტიციო კომპანია“ და Trendyol Group-ი.

„PASHA Innovations-ში ვამაყობთ, რომ ამ ფონდს საფუძველი INMerge-ის სამიტზე ჩაეყარა. მჯერა, რომ ჩვენი ფონდი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება ნათელი იდეების მხარდაჭერისთვის“, -განაცხადა PASHA Innovations-ის CEO-მა, ფარუხ ალიევმა.

INMerge-ის ვენჩურული კაპიტალის ფონდი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს სტარტაპებში კავკასიისა და ცენტრალური აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის, შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონიდან.