სექტემბერში თბილისში ბინების გაყიდვები 12%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

სექტემბერში თბილისში ბინების გაყიდვები 12%-ით გაიზარდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,545 ერთეული შეადგინა. ეს 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 25%-ით, 247 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალ პროექტებში წლიურ ჭრილში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ძველ პროექტებში კი, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი, შესაბამისად, 10% და 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ახალ პროექტებს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრში კი 10%-იანი მატება დაფიქსირდა. ფართო ცენტრში ბინების ფასი 1%-ით შემცირდა.