დუბაის სასტუმროები ნებისმიერი ტურისტისთვის

დუბაის სასტუმროები ნებისმიერი ტურისტისთვის
  • სასტუმროები დუბაიში: ფუფუნებდან და უდაბნოდან სანაპიროზე და სპამდე

820-ზე მეტი სასტუმროთი და 150,000 სასტუმრო ნომრით დუბაის სასტუმროების სექტორს  ნებისმიერი ტიპის მოგზაურს შეუძლია უმასპინძლოს, მიუხედავად მათი გემოვნებისა, ბიუჯეტისა თუ საჭიროებებისა; იქნება ეს ოჯახები ბავშვებთან ერთად, წყვილები, რომლებიც რომანტიკულ დასვენებას ეძებენ, თუ მარტოხელა მოგზაურები,  ყველასთვისაა შესაფერისი დასარჩენი ადგილები – ქალაქში, სანაპიროზე ან თუნდაც დუბაის დიდებულ უდაბნოში.

„ლაქშერი“ დასვენება

Atlantis The Royal   პალმ-ჯუმეირაზე თავის შვილობილ Atlantis-თან ერთად,  2023 წელს გაიხსნა და დუბაის სასტუმროების პორტფელში მსოფლიო დონის დანამატად იქცა. წამყვანი დიზაინერების, არქიტექტორებისა და მხატვრების მიერ შექმნილ ულტრა-ძვირადღირებულ კურორტს 795 ნომერი, ლუქსები და საფირმო პენტჰაუსები აქვს, რომელთაგან თითოეული წარმოუდგენელ ხედებს გთავაზობთ დუბაის ჰორიზონტსა და სპარსეთის ყურეზე.   იგი  მსოფლიოს 50 საუკეთესო სასტუმროს სიაში 44-ე ადგილზეა. აქვს 90 საცურაო აუზი და ცნობილი შეფ-მზარეულების უფრო მეტ რესტორანი, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერ წერტილშია.

საკულტო ჯუმეირას Jumeirah Burj Al Arab  ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ერთადერთ „შვიდვარსკვლავიან სასტუმროს“ მსოფლიოში, რომელიც ამაყად ადასტურებს მთელი რიგ საერთაშორისო აღიარებებს. სასტუმროს აქვს 198 ექსკლუზიური ლუქსი 24-საათიანი ბატლერის მომსახურებით, სასტუმროში ასევე არის მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორანი Al Muntaha, ჯილდოს მფლობელი Talise Spa და თანამედროვე სანაპირო კლუბი SAL.

არქიტექტურული სტუდია Foster+Partners-ის მიერ შექმნილი The Lana Dorchester Collection-ის პირველი სასტუმროა ახლო აღმოსავლეთში. გასაოცარ, 30-სართულიან ურთიერთდაკავშირებულ შენობაში Business Bay-ში არის 225 ოთახი და ლუქსი, 8 რესტორანი, სახურავზე ელეგანტური ლაუნჯი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პირველი Dior Spa და ცენტრალური პოდიუმი – Lana Promenade.

სანაპირო

Jumeirah Beach Hotel    თავისი დიზაინით გამოირჩევა, რომელიც  მოვარდნილ ტალღას მოგაგონებთ.  საფირმო დახრილობის  წყალობით, შენობის 599 ნომრიდან  თითოეულ ოთახსა თუ ლუქსს ზღვის საუკეთესო ხედები აქვს, მათგან ბევრი ბურჯ ალ-არაბს გადაჰყურებს. სასტუმროში ასევე არის პოპულარული Wild Wadi Waterpark, სადაც ქალაქში ჯუმეირას ყველა სტუმრისთვის შესვლა უფასოა.

Bulgari Resort & Residences’  სასახლის მსგავსი სანაპირო შენობა დუბაის ჰორიზონტზე  ცათამბჯენების განსაცვიფრებელი ხედებით იწონებს თავს. Bulgari’s luxury marina იახტების მფლობელებს ასევე ექსკლუზიურ მომსახურებას “dock and dine” სთავაზობს,  რაც  ნავმისადგომის უფასო  გამოყენებას გულისხმობს ოთხი საათის განმავლობაში, კურორტის ნებისმიერი რესტორნით სარგებლობისას.

Th8 Palm Dubai Beach Resort, Vignette Collection, რომელიც პალმ-ჯუმეირას დასავლეთ კუნძულზეა განთავსებული, ვრცელი ლანდშაფტური ბაღებით, პალმებით და ქვიშიანი სანაპიროთია გარშემორტყმული. სასტუმროს აქვს 132 ნომერი და ლუქსი, ასევე საკურორტო ობიექტები, მათ შორის პანორამული აუზი, გამორჩეული სანაპირო რესტორანი და გარე სასადილო და გასართობი სივრცეები.

უდაბნო

დუბაის უდაბნოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებისთვის ორი მდიდრული ვარიანტია: ეკოლოგიურად ორიენტირებული საკურორტო სპა-სასტუმრო Al Maha, a Luxury Collection Desert Resort & Spa, Dubai – ოაზისია, რომელიც დუბაის უდაბნოს კონსერვაციის ნაკრძალში მდებარეობს და მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი.  ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აქვს 42 ლუქსი, ყველა საკუთარი ინდივიდუალური აუზით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის უდაბნოს დიუნებს.

საოჯახო დასვენებისთვის შესაფერისი სასტუმროა Bab Al Shams Desert Resort – ესაა ქვიშაში სრულად ჩაფლული ბედუინების ძველი სოფელი, რომელიც სულ რაღაც 45 წუთის სავალზეა ქალაქიდან. დასახელება არაბულად „მზის კარიბჭეს“ ნიშნავს. უდაბნოს უძველესი კურორტი სხვადასხვა გასართობ აქტივობას სთავაზობს სტუმრებს.  სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისიამოვნონ Al Hadheerah რესტორნითა და  ლაუნჯით Ninive.

All-inclusive

JA The Resort უზარმაზარი სანაპირო კურორტია სამი სასტუმროთი: JA Lake View Hotel, JA Palm Tree Court და JA Beach Hotel. თითოეული ვიზიტორებს დასვენების ყოვლისმომცველ პაკეტს სთავაზობს, რაც  საშუალებას აძლევს ისადილონ კურორტის 25 რესტორანსა და ლაუნჯში. უამრავი საოჯახო გასართობია ადგილზე, მათ შორის, გოლფის ცხრაფოსოიანი მოედანი, საცხენოსნო ცენტრი, სროლის კლუბი, დაივინგის გაკვეთილები, მინი გოლფი, წყლის სპორტი, საბავშვო კლუბი, შვიდი საცურაო აუზი, ჩოგბურთის აკადემია და სპა-ცენტრი.

Rixos The Palm Hotel & Suites პალმ-ჯუმეირას აღმოსავლეთ ნახევარმთვარეზე მდებარეობს. ეს ოჯახისთვის შესაფერისი ადგილია კერძო პლაჟით, გამაჯანსაღებელი სერვისებით, თურქული თემატიკის Anjana Spa-თი, საბავშვო კლუბით და ექვსი რესტორნით. რეკრეაციული აქტივობები მოიცავს პლაჟის იოგას, წყლის სპორტს და სავარჯიშო პროგრამებს.

Centara Mirage Beach Resort Dubai საოჯახო კურორტია all-inclusive და premium all-inclusive შეთავაზებებით.  იგი  დუბაის კუნძულებზე მდებარეობს. თავგადასავლების მაძიებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ მომაჯადოებელი აკვაპარკით, ლაგუნას ფორმის აუზებით, „ზარმაცი მდინარით“, საბავშვო მოედნითა და წყლის სასრიალოებით,. კურორტს ასევე აქვს ფიტნეს ცენტრი, სპა, შვიდი რესტორანი  სანაპიროზე პირდაპირი გასასვლელით.

ოჯახებს მხიარულად დასვენება დუბაის კუნძულებზე მდებარე all-inclusive სასტუმრო Hotel Riu Dubai-ში შეუძლიათ. სტუმრებს შეუძლიათ აკვაპარკში Splash Water World ატრაქციონით გასეირნება,  სამი აუზიდან ერთ-ერთში საცურაოდ ჩასვლა, Renova Spa-ში დასვენება ან სასტუმროს რესტორნებში იტალიური, ლიბანური და აზიური სამზარეულოების დაგემოვნება.

სპა და ველნესი

განტვირთვისთვის სასტუმროში Waldorf Astoria Dubai Palm Jumeirah  უზარმაზარი სპა-ცენტრი,  ფართო ოთახები, 200-მეტრიანი პლაჟი, ექვსი რესტორანი და ლაუნჯია. სასტუმროს ასევე აქვს სპა 3200 კვმ შიდა სივრცით, ჰიდროთერაპიისა და თერმორელაქსაციის ოთახების ფართო სპექტრით.  სპა-ს პროფესიონალური გუნდი  სტუმრებს თითქმის 50 ლაქშერი პროცედურასა და მომსახურებას სთავაზობს.

თუ სრულყოფილ გამაჯანსაღებელ გამოცდილებას ეძებთ, პასუხი შეიძლება იპოვოთ The Retreat Palm Dubai MGallery by Sofitelში. ველნეს კურორტის გულში არის Rayya Wellness Centre, რომელიც 360-გრადუსიან ჰოლისტიკურ ველნეს კონცეფციას, ორგანულ პროდუქტებზე დაფუძნებულ პროდუქტებს, გამაახალგაზრდავებელ, გამაჯანსაღებელ და ტრანსფორმაციულ პროცედურებს  გთავაზობთ. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ყოველდღიური ველნეს და ფიტნეს აქტივობებით.

დუბაის „პირველი ფიტნეს და რეაბილიტაციის სასტუმროს“ წოდებული SIRO One Za’abeel სტუმრებს სთავაზობს კეთილდღეობას დასაძინებლად ოპტიმიზებული ოთახებითა და ინოვაციური სერვისებით, როგორიცაა ფიტნეს ლაბორატორია. შიდა პერსონალი ასევე კვების ინდივიდუალურ გეგმებს გთავაზობთ. სტუმრებს შეუძლიათ Refuel ბარში ენერგიით დაიმუხტონ.

ოჯახი

კოლოსალური Atlantis, The Palm  ისეთი კურორტის მაგალითია, რომელიც ემსახურება ოჯახის ყველა წევრს ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე. მას 1,538 სასტუმრო ოთახი, 21 რესტორანი, 1,4 კმ კერძო სანაპირო, აკვარიუმი, ასევე მხიარული წყლის პარკი Aquaventure აქვს. პალმ-ჯუმეირას ნახევარმთვარის განაპირას განლაგებული ეს კურორტი უკვე თავისთავად არის ტურისტული დანიშნულების ადგილი.

პოლინეზიური თემატიკის Lapita, Dubai Parks and Resorts, Autograph Collection  ძალზე სერიოზულად ეკიდება თავისი ყველაზე პატარა სტუმრების მოთხოვნებს და მათ უსასრულო გართობის უნიკალური შესაძლებლობით ანებივრებს. სასტუმრო Dubai Parks and Resorts-ში მდებარეობს, სადაც სამი მსოფლიო დონის თემატური პარკი და ერთი წყლის პარკია, ასევე არის Riverland Dubai, თემატური მაღაზია და რესტორანი.

LEGOLAND Hotel, ასევე Dubai Parks and Resorts-ში მდებარეობს, რეგიონში პირველია და იდეალურია ოჯახებისთვის, რომლებიც სტუმრობენ დუბაის თემატურ პარკებსა და ატრაქციონებს. სასტუმროს LEGO-ს სხვადასხვა თემატიკით გაფორმებული 250 ნომერი და ლუქსი აქვს: თავგადასავლები, სამეფო, მეკობრეები, მეგობრები და NINJAGO.  სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისადილონ Bricks Family Restaurant-ში.

წყვილები

Anantara The Palm Dubai Resort  მდიდრული დასასვენებელი ადგილია, რომელიც წყვილებს ექსკლუზიურ ზღვისპირა დასვენებას სთავაზობს. ტაილანდური სტილით შთაგონებული სტუმართმოყვარეობის, 400 მეტრიანი კერძო პლაჟისა და სპეციალური სპა რიტუალების შერწყმით, სასტუმრო მშვიდი დასვენების გარანტია, რაც ქალაქის მრავალი ურბანული ღირსშესანიშნავი ადგილისთვის ჯერაც მიუწვდომელია. სასტუმრო ფართო არჩევანი აქვს წყალზედა ვილების,  ასევე ცნობილია ლუქს ოთახებით, საცურაოდ მომხიბლავ  ლაგუნებზე პირდაპირი გასასვლელებით.

სპას, ფიტნეს ცენტრისა და სხვა უმაღლესი კლასის ობიექტების გარდა, Address Beach Resort-ში მყოფ წყვილებს შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს საუკეთესო მდებარეობით The Walk at Jumeirah Beach Residences ქუჩაზე. სტუმრებს ასევე შეუძლიათ დატკბნენ თვალწარმტაცი ხედებით სასტუმროს ყველაზე საოცარი, თითქმის 1000 ფუტის სიმაღლეზე, 77-ე სართულზე მდებარე აუზიდან, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალ პანორამულ აუზად მიიჩნევა.

ოსმალეთის იმპერიის ეპოქის ფუფუნებას პალმა ჯუმეირას დასავლეთ ნახევარმთვარეზე მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში Jumeirah Zabeel Saray აღმოაჩენთ. სასტუმროს აქვს დუბაის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი Talise Ottoman Spa-ში,  უდიდესი და ყველაზე მდიდრული ჰამამი. აიურვედას მკურნალობა, ტანის შეფუთვა, სკრაბი და მასაჟი – სილამაზის მენიუს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

სოლო მოგზაურები

თუ მარტო მოგზაურობთ, მაშინ რატომ არ უნდა აირჩიოთ უცნაური დასვენება 25 საათიან სასტუმროში 25hours Hotel Dubai One Central. გადაჰყურებს რა მომავლის მუზეუმს, სასტუმრო გთავაზობთ 434 ოთახს და ლუქსს, ხუთ რესტორანს და ლაუნჯს, აუზს სახურავზე და საუნას. ასევე ნულოვანი სართულის გარე ატრიუმში არის კინოთეატრი „Akil“ რომელიც ნოემბრიდან მაისამდე მუშაობს.

NH Collection Dubai The Palm ენერგიული და ელეგანტური სასტუმრო Palm West  პოპულარულ პლაჟზე მდებარეობს და პირდაპირი გასასვლელი აქვს სანაპიროზე. სხვა აუცილებლად მოსანახულებელ ობიექტებს შორისაა სახურავის პანორამული აუზი მზის ჩასვლის ხედებითა და რესტორნების მრავალფეროვანი არჩევანი.

ისტორიული მემკვიდრეობა

დუბაის კრიკის ნაპირებზე ფუფუნება ხვდება ისტორიას Al Seef Heritage Hotel Dubai, Curio Collection by Hilton,  სადაც სტუმრები დროში მოგზაურობენ და თან თანამედროვე კომფორტს ინარჩუნებენ. ისტორიული მემკვიდრეობით შთაგონებული არქიტექტურით, მათ შორის რთული დეტალებით, თაღოვანი კარიბჭეებითა და ქარის კოშკებით, სტუმრებს შეგრძნება რჩებათ, თითქოს  წარსულ ეპოქაში გადასახლდნენ.

გაეცანით Arabian Boutique Hotel მდიდარ ისტორიას, საამიროს ბუტიკ-სასტუმრო ძველ დუბაიში. სასტუმროს აქვს ათი მდიდრული ნომერი, საიდანაც სპარსეთის ყურის მომხიბვლელი ხედები იშლება, სულ 20 ნომერია განთავსებული ორ სახლში – რვა ლუქსი ერთში და უნიკალური დიზაინის 12 ოთახი მეორეში.

გასტრონომია

გურმანებისთვის დუბაიში დასარჩენი ადგილის არჩევა რთულია, რადგან რესტორნები, კაფეები და ლაუნჯები უამრავ სასტუმროს აქვს. მაგალითად, JW Marriott Marquis Hotel Dubai,  12 რესტორნითა და ლაუნჯებით იწონებს თავს, მიშლენის ვარსკვლავიანი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს კერძების ფართო არჩევანით.

One&Only One Za’abeel საზეიმოდ გაიხსნა 2024 წლის თებერვალში, ვარსკვლავებით სავსე ღონისძიებას ჯენიფერ ლოპესი, მარკ რონსონი და იდრის ელბა ესწრებოდნენ. იაპონური არქიტექტურული ფირმის Nikken Sekkei-ს მიერ დაპროექტებული „ვერტიკალური ურბანული კურორტი“ ორი კოშკისგან შედგება, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია  რესტორნითა და ლაუნჯით – The Link.

Jumeirah Al Naseem ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა Madinat Jumeirah საკურორტო კომპლექსში. თანამედროვე, ელეგანტური გარემო არაბული ხელოვნების ნიმუშებით  უზრუნველყოფს რელაქსაციის, ფუფუნებისა და ენერგიის შეგრძნებებს. არ გამოტოვოთ სასტუმროს ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ღამის გატარების შესაძლებლობა. ისეთი ადგილები, როგორიცაა Blind Tiger, Kayto, The Palmery და Rockfish,  Jumeirah Al Naseem-ის ულამაზესი ბილიკების გასწვრივაა განლაგებული. სასტუმროში ასევე საინტერესოა სარეაბილიტაციო თავშესაფარი იშვიათი სახეობის კუების.

გოლფი

Park Hyatt Dubai  დუბაის კრიკის გასწვრივ მდებარეობს და მარტივად მისადგომია როგორც ძველი, ისე ახალ ქალაქიდან. ეს ასევე შესანიშნავი ადგილია გოლფის მოყვარულთათვის, რომლებსაც შეუძლიათ ითამაშონ მიმდებარე Dubai Creek Golf & Yacht Club-ში 18-ფოსოიან par-71 საჩემპიონო მოედანზე.

Emirates Hills-ში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში, Address Montgomerie კურორტი ამაყობს კოლინ მონტგომერის მიერ დაპროექტებული გოლფის 18-ფოსოიანი საჩემპიონო მოედნით, ხუთვარსკვლავიანი ჯილდოს მფლობელი საცხოვრებლითა და რესტორნების მრავალფეროვნებით.

ხელმისაწვდომი ფასი

მიუხედავად იმისა, რომ დუბაი ძვირადღირებული და მაღალი დონის სასტუმროებითაა ცნობილი, ქალაქს ასევე ბევრი მიმზიდველი შეთავაზება აქვს სხვადასხვა ბიუჯეტისთვის. ადგილობრივი ბრენდი Rove Hotels თანამედროვე მოგზაურებს მასპინძლობს და   რვა სასტუმროს მართავს მთელი ქალაქის  პოპულარულ ადგილებში. Rove-ის სამვარსკვლავიანი სასტუმროები საშუალო სეგმენტის სასტუმროების კატეგორიას განეკუთვნება, რის განვითარებაზეც დუბაის მთავრობა ზრუნავს.

შოპინგი

შოპაჰოლიკები თავს სტიქიაში იგრძნობენ ისეთ სასტუმროში, რომელიც პირდაპირაა  დაკავშირებული სავაჭრო ცენტრთან.  Address Dubai Mallიდან სულ რაღაც ერთი ნაბიჯია მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ცენტრამდე, ხოლო მათ, ვინც Sheraton Mall of the Emirates Hotel -ში და the Kempinski Hotel Mall of the Emirates -ში ცხოვრობს, არც კი მოუწევთ სავაჭრო კომპლექსის დატოვება.

მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: visitdubai.com

https://www.dubaidet.gov.ae/en/research-and-insights