ზამთრის სეზონზე Air Astana თბილისიდან ალმათის მიმართულებით კვირაში 4 რეისს შეასრულებს. ნოემბერში რეისები შესრულდება ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას. 10 დეკემბრიდან – სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას. ალმათამდე მგზავრობის დრო 3 საათსა და 40 წუთს შეადგენს.
თბილისიდან ალმატის მიმართულებით ფრენები კომფორტულად უკავშირდება Air Astana-ს შიდა რეისებს ყაზახეთში, ასევე ავიაკომპანიის პოპულარულ მარშრუტებს აზიაში, მათ შორის ფუკუოკის (ვიეტნამი), პეკინის, სეულის, ბანგკოკისა და ფჰუკეტის მიმართულებით. ფუკუოკი, ვიეტნამის უდიდესი კუნძული, Air Astana-ს მარშრუტების ქსელში ახალი მიმართულებაა. ეს “მარგალიტის კუნძული” სიამის ყურეში მდებარეობს და ცნობილია თავისი თვალწარმტაცი სანაპიროებითა და ბუნებით, რომელიც სილამაზით ბალისა და ფჰუკეტს არ ჩამოუვარდება.
Air Astana უზრუნველყოფს მოსახერხებელ და კომფორტულ მოგზაურობას 3 საათზე ნაკლები ტრანზიტებით ალმათიში, თანამედროვე Airbus 320/321LR ავიალაინერებით აზიის პოპულარულ ქალაქებში.