ფოტო: Nisha Sundaragopal
სტომატოლოგია სერვისი არ არის — მას დიდი წვლილი შეაქვს ჯანსაღ და ბედნიერ ცხოვრებაში, რადგან ღიმილს შეუძლია შეცვალოს ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ.
ეს არის სფერო, სადაც დოქტორი ნიშა სუნდარაგოპალი— ცნობილი როგორც დოქტორი სანი—ბევრ დადებით ცვლილებას ახორციელებს. ტეხასის შტატში, ქეითიში ის Smile Rangers Dental-ის ხელმძღვანელობს და მისი მიზანია გერონტოლოგიური სტომატოლოგიის სტანდარტების ამაღლება.
„არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ღიმილი ჰქონდეს,” ამბობს დოქტორი ნიშა. ამ უდიდესმა პასუხისმგებლობას მას კარგი რეპუტაცია მოუტანა, როგორც პროფესიონალ სტომატოლოგს და ჯანდაცვის რეფორმების ინიციატორს.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა აერთიანებს მომავალ სტომატოლოგებს, რომლებსაც დოქტორი სუნდარაგოპალი, როგორც მენტორი ხელმძღვანელობს. მისი გლობალური აღიარების ჯილდოდან და „ტეხასის ყვითელი ვარდის“ საპატიო ტიტულიდან, რომელიც გუბერნატორმა გრეგ ებოტმა მიანიჭა, დაწყებული სან-ანტონიოს უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევამდე, დოქტორი სუნდარაგოპალი აშშ-ში ასაკოვანთა სტომატოლოგიური მომსახურების ხელახალ ფორმირებას ეწევა და ამასთან, მომავალი სტომატოლოგების თაობას აღზრდის.
ამბები სტომატოლოგიაზე: ჯანმრთელი ღიმილი ხანდაზმულებისთვის
დოქტორი სუნდარაგოპალი ცვლილებების ინიციატორია ქვეყნებში, რომელშიც ხანდაზმულთა ჯანდაცვის სისტემა ხშირად შეზღუდული ან დამაბნეველია.
„ხანდაზმულთა სტომატოლოგია მხოლოდ კბილების აღდგენას არ გულისხმობს“, – განმარტავს დოქტორი სუნდარაგოპალი. „ეს გულისხმობს ადამიანის, მათი ჯანმრთელობის, მედიკამენტების, ცხოვრების წესის შესწავლას და გეგმის შექმნას, რომელიც უკეთესს გახდის მათ ყოველდღიურობას“. ეს ჰოლისტური მიდგომა გამოარჩევს მრავალი კოლეგისგან და Smile Rangers Dental-ი პოზიციონირდება ისეთ ადგილად, სადაც პაციენტები იღებენ პროფესიონალურ და პერსონალურად შემუშავებულ მკურნალობის გზებს.“
„დოქტორი სუნდარაგოპალის პრაქტიკა სტომატოლოგიურ მოვალეობებს აღემატება. იგი აქტიურად თანამშრომლობს იმპლანტების კვლევის პროცესში სან ანტონიოს უნივერსიტეტთან და მიდგომებს ინოვაციურს ხდის. „ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ სტომატოლოგიური იმპლანტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ხანდაზმული პაციენტებისთვის“, – ამბობს ის, ხაზგასმით აღნიშნავს ხარჯსა და სირთულეებს, რაც ხშირად აფრთხობს უფროსი ასაკის ადამიანებს ამ ვარიანტის ასარჩევად.“
მისი პასუხისმგებლობები საზოგადოებრივ სფეროს ცდება და სტომატოლოგიური ჯანდაცვის მეცნიერებებში დოქტორის ხარისხის მიღებას ისახავს მიზნად, რომელიც Medicare-ის და Medicaid-ის მასშტაბების გაზრდაში დაეხმარება. „ჩემი მიზანია, რომ ადამიანებს პენსიაზე გასვლისას, არ უწევდეთ არჩევანის გაკეთება საკვებს, წამლებს და ჯანმრთელ ღიმილს შორის“, – აღნიშნავს ის. ეს შეიძლება დიდი გამოწვევა იყოს, მაგრამ დოქტორი სუნდარაგოპალის ხედვა ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემის შესახებ სწორი ნაბიჯია და „ყველაფრის ქონის“ იდეას ხელმისაწვდომად აქცევს.“
მომავალი თაობის მენტორი
როგორც უკვე აღინიშნა, დოქტორი ნიშა სუნდარაგოპალის დიდი წვლილი შეაქვს მომავალი პროფესიონალების ჩამოყალიბებაში. იგი Katy ISD-ის მილერის პროგრამის PACE მენტორია და ატრენინგებს პრე-სტომატოლოგ და პრე-დოქტორ სტუდენტებს, ეხმარება მათ საჭირო ტექნიკური უნარების შეძენაში და აძლევს იმ მოტივაციას, რომელიც მათ საზოგადოებასთან ურთიერთობებში დაეხმარებათ.
„მე ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, რომ სტომატოლოგობა ბევრად მეტია, ვიდრე კბილებზე ზრუნვა,“ ამბობს დოქტორი სუნდარაგოპალი. „ეს არის მოსმენა, ზრუნვას და ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება თქვენი პაციენტებისათვის, მაშინაც კი, როდესაც ეს გადაწყვეტილება რთულია.“
მისი ოფისი არის ადგილი, სადაც სტუდენტები აკვირდებიან პროცესებს, ატარებენ კვლევებს და სწავლობენ თუ რას ნიშნავს პროფესიონალიზმი და პაციენტზე ორიენტირებული ტექნიკის ბალანსი. ეს არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მისი მიდგომა უკვე 7 წელია წარმატებით მუშაობს, ემსახურება საზოგადოებას კატიში, ჰიუსტონში, რიჩმონდსა და მის ფარგლებს გარეთ.
ნაბიჯი მოდაში
დოქტორ სუნდარაგოპალის გავლენა სტომატოლოგიაში შთამბეჭდავია, თუმცა მისი ამბიციები მოდის და კინოს სფეროებშიც ვლინდება. მან და დიზაინერმა პრიანკა სრიასტავამ ქალების გაძლიერებისთვის მოდის ბრენდი Q Closet დააფუძნეს. მათ 2022 წელს მიიღეს საუკეთესო მოდის დიზაინერის პრიზი მის უნივერსუმის ჰარნაზ სანდუსგან. „მოდა, ჩვენი ღირებულებებისა და მემკვიდრეობის მომავალ თაობასთან კომუნიკაციის საშუალებაა,“ აღნიშნავს დოქტორი სუნდარაგოპალი და ხაზს უსვამს ბრენდის ფოკუსს ტრადიციული ელემენტებისა და თანამედროვე დიზაინების შერწყმასთან დაკავშირებით.
მისი უახლესი გატაცება ფილმების გადაღებაა. მან ახლახან იმუშავე მოკლემეტრაჟიან ფილმზე – “Candy,” რომლის კონცეფციაც თვითონ შეიმუშავა და წამოჭრის მსოფლიოში არსებულ პრობლემებს: ბავშვთა უსაფრთხოებას, ადამიანთა ვაჭრობას და ნარკოკონტროლს. ფილმი წარმოადგენს „კატლივუდის“ კონცეფციას, და ხაზს უსვამს მის რწმენას, რომ საზოგადოების კეთილდღეობა ჩვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული
„ჩვენ ყველას შეგვიძლია მსოფლიო უკეთესი ადგილი გავხადოთ,“ ამბობს ის, „,ჩვენი საქმით, მოტივაციით და გადაწყვეტილებებით, ან გარშემომყოფებისადმი ჩვენი პასუხისმგებლობებით.“
დოქტორი ნიშა სუნდარაგოპალი ცვლის გერიატრიული სტომატოლოგიური დახმარების სფეროს და ახალ ხედვებს ქმნის ჯანმრთელობაზე თავისი ინოვაციური მიდგომით, ახალგაზრდა პროფესიონალების მენტორობით და მოდისა და კინოს სფეროში საქმიანობით. ქალბატონი ნიშა და მადიევ კ. სადუ, რომელიც Mens Wearhouse-ში ინჟინერია, უკვე 20 წელია დაქორწინებულები არიან და მათ წარმატებული ოჯახი შექმნეს. მათი ვაჟი, ჰარშით ვირს სადუ, მეორე კურსზე სწავლობს კომპიუტერულ მეცნიერებებზე UT Austin-ში, ხოლო მათი ქალიშვილი, ლია სადუ,მეხუთე კლასშია. დოქტორ ნიშას მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანი: ადამიანების სახეზე ჯანმრთელი ღიმილი ყველა ინდუსტრიაში.
S