ნეფროლოგი, რომელიც ერთგულად ზრუნავს პაციენტთა მოვლის გაუმჯობესებაზე და მხარს უჭერს თერაპევტთა ახალ თაობას

ნეფროლოგი, რომელიც ერთგულად ზრუნავს პაციენტთა მოვლის გაუმჯობესებაზე და მხარს უჭერს თერაპევტთა ახალ თაობას

გამორჩეული თერაპევტი და ადმინისტრატორი, ფერნანდო რაუდალესი გამოირჩევა პაციენტების მიმართ განსაკუთრებული მიდგომებითა და ზრუნვით.

ელ პასო, ტეხასი – დოქტორი ფერნანდო რაუდალესი, გამოჩენილი ნეფროლოგი და Marquis Who’s Who-სიაში შეყვანილი ექიმია. ის  ელ პასოში, ტეხასში, უკვე სამ ათწლეულზე მეტია ხელმძღვანელობს, რომ  პაციენტებს, რომელბსაც თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ. როგორც 1987 წელს შექმნილი, ელ პასო თირკმლების სპეციალისტების, დამფუძნებელი, დოქტორი რაუდალესი მუდმივად აჩვენებს თავის თავდადებას პაციენტთა შედეგების გაუმჯობესებისა და ნეფროლოგიის სფეროს განვითარების მიმართულებით.

წარმატების მემკვიდრეობა მედიცინაში

ექიმი რაუდალესი თავისი მედიცინისადმი მისწრაფებას მისი წინაპრებს უკავშირებს, მათ შორის მამამისს, რომელიც თერაპევტია, და თავის ბიძაშვილს, რომელიც მისი ოჯახის პირველი ქალი ექიმია. ახალგაზრდობაში,როდესაც მამასთან ერთად პაციენტებთან ვიზიტზე დაჰყვებოდა,გაუღვივდა ინტერესი სამედიცინო სფეროს მიმართ. სწორედ ამ შეხვედრების დროს გაიაზრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვა.

„დედაჩემი მეუბნებოდა, რომ თუ მედიცინის სფეროს ვაპირებ რომ გავყვე, ეს ფულის გამო არ უნდა გავაკეთო,“ — თქვა დოქტორ რაუდალესმა. მსოფლიოში მშვენიერი პროფესია ავირჩიე, და ამაყი ვარ, რომ ჩემს ხალხთან, ელ პასოში, ტეხასში დავრჩი, სადაც ჩემს სამედიცინო გამოცდილებას ვიყენებ, რათა მდგომარეობა გავაუმჯობესო.“

გამორჩეული აკადემიური მიღწევები და სერტიფიკატები

ექიმ რაუდალესის საგანმანათლებლო გამოცდილება არის მისი ერთგულებისა და წარჩინებულობის მტკიცებულება მედიცინის სფეროში. მან მიიღო მედიცინის დოქტორის დიპლომი ჰონდურასის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში 1979 წელს, დაამთავრა წარჩინებით და მიიღო საუკეთესო სტუდენტის წოდება. მანამდე, 1970 წელს, ჰონდურასში მიიღო საბაკალავრო მეცნიერებების ხარისხი.

საგანმანათლებლო სფეროში წარმატებებთან ერთად, დოქტორ რაუდალესი ისეთი სერტიფიკატების მფლობელია, როგორიცაა  2016 წელს გაცემული სერტიფიცირებული ნეფროლოგიისა და ჰიპერტენზიის სერტიფიკატი, ამერიკის გულის ასოციაციის სპეციალისტის პროგრამის და ამერიკის შინაგანი მედიცინის საბჭოს სერტიფიკატები 1996 წელს, რომელიც 2006 წელსაც განაახლა.

საზოგადოების ერთგულება და მენტორობა

მისი კარიერის განმავლობაში, ექიმი რაუდალესი ერთგულად ემსახურებოდა  საზოგადოებას და ეხმარებოდა თერაპევტთა  ახალ თაობას ცოდნის გაღრმავებაში.  იგი 2005 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს ელ-პასოს ბაპტისტური უფასო კლინიკის საქმიანობაში, სადაც ადამიანების უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს.

„ჩემთვის საზოგადოების მომსახურება ყოველთვის იყო მთავარი პრიორიტეტი“, – ხაზს უსვამს ექიმი რაუდალესი. „ყველას იმსახურებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას, მათი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად.“

ექიმი რაუდალესი სიამაყით უჭერს მხარს თავის ორ ვაჟს, რომლებსაც ექიმის ხარისხის მიღება და ოჯახური საქმიანობის გაგრძელებდა აქვთ მიზნად დასახული.

ექიმი რაუდალესის ხედვა ურყევია, აპირებს ნეფროლოგიის სფეროს განვითარებას და პაციენტებზე ზრუნვას. მისი დიდი გამოცდილება, ლიდერობის უნარები და თავდადება განათლებაში  და საზოგადოებრივ სამსახურში კვლავ ახდენს დიდ გავლენას ჯანდაცვის საზოგადოებაზე, ელ პასოში და მის ფარგლებს გარეთ.

Marquis Who’s Who®-ის შესახებ:

1899 წელს, A. N. Marquis-მა გამოაქვეყნა „Who’s Who in America®“-ს პირველი გამოცემა, Marquis Who’s Who®, რომელიც მოგვითხრობს ყველაზე წარმატებული პიროვნებების და ინოვატორთა ცხოვრებას ყველა მნიშვნელოვან სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, ბიზნესში, მედიცინაში, სამართალში, განათლებაში, ხელოვნებაში, რელიგიასა და გასართობ ინდუსტრიაში. „Who’s Who in America®“ რჩება მნიშვნელოვან ბიოგრაფიულ წყაროდ მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მკვლევრის, ჟურნალისტისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანი მიღწევების მქონე კადრებს ეძებენ.. Marquis® გამოცემების მთელი სერია შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალურ Marquis Who’s Who® ვებ-გვერდზე: www.marquiswhoswho.com.

S