ფინტექ ინდუსტრიამ განსაკუთრებული როლი შეიძინა დღევანდელ რეალობაში. რთული ფინანსური პროცესების მართვა და უსაფრთხოება ყოველდღიურ გამოწვევად იქცა ყველა ბიზნესისთვის, რომელსაც სურს საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მიღწევა. სწორედ ამ გარემოში იბადება წარმატების ისტორია „ომნოს“ – საერთაშორისო გადახდების ორკესტრატორი პლატფორმის, რომელმაც მხოლოდ ერთ წელიწადში შეძლო მრავალმხრივი წარმატების მიღწევა.
„ომნოს“ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის ტექნიკურ დირექტორს, მიხეილ მაისურაძეს, რომელმაც გუნდის პირველივე დღიდან განსაზღვრა კომპანიის ტექნოლოგიური მიმართულებები. „ყველა ეტაპმა ჩემს წინ გაიარა, ყველაფერი გუნდის ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა,“ – ამბობს მიხეილი და ხაზს უსვამს გუნდურ ძალისხმევას „ომნოს“ სტაბილურ საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბებაში.
ინოვაციების ძალა
მიხეილ მაისურაძის „ომნოში“ შემოერთება გუნდის ჩამოყალიბების პირველივე დღეს დაიწყო, როდესაც კომპანიამ მიზნად დაისახა არა მხოლოდ გადახდების სისტემის განვითარება, არამედ ინოვაციური პლატფორმის შექმნა, რომელიც ყველა გადახდას ერთ სივრცეში გააერთიანებდა. მიხეილის გამოცდილება და ხედვა გახდა ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც „ომნოს“ ფუნდამენტური სტრუქტურის შექმნაში დაეხმარა.
„„ომნოში“ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს და ვიცავთ კიბერუსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, რაც პროდუქტს ხდის უსაფრთხოსა და გამართულს ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ – აღნიშნავს მიხეილი. მისი თქმით, უსაფრთხოება და ტექნოლოგიები „ომნოს“ პლატფორმის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს.
გლობალური სტანდარტები და გამოცდილების გამოყენება
მიხეილს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფინტექ სექტორში, სადაც იმუშავა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა ამერიკული კრიპტო გიგანტი Blockchain-ი. ეს გამოცდილება მას დაეხმარა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე მიღებული სტანდარტების დანერგვაში.
„საერთაშორისო ბაზარზე მიღებული გამოცდილება მეხმარება „ომნოს“ პროდუქტი განვავითაროთ ისეთი სტანდარტებით, რომლებსაც იყენებენ საერთაშორისო გიგანტები,“ – ამბობს ის და ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო გამოცდილებას უდიდესი წვლილი შეაქვს „ომნოს“ ეფექტიან მომსახურებაში.
„It Will.“: „ომნოს“ ფილოსოფია და სლოგანი
„ომნოს“ სლოგანი „It Will.“ კომპანიის უნიკალურ ფილოსოფიას გადმოსცემს. ეს არა მხოლოდ დაპირებაა, არამედ „ომნოს“ გუნდის მტკიცე რწმენა და ხედვა, რომ გადახდების პროცესები უნდა იყოს უსაფრთხო, მარტივი და ეფექტიანი. „It Will.“ არის გუნდის მისია, რომ თითოეული ტრანზაქცია განხორციელდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და პროდუქტი მუდმივად შეესაბამებოდეს მომხმარებლების მოთხოვნებს.
„ომნო“ აერთიანებს ყველა გადახდის ინსტრუმენტს ერთ პლატფორმაში, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად მართონ საერთაშორისო გადახდები. ეს პლატფორმა მოიცავს: ღია ბანკინგს, ელექტრონულ საფულეებს, საბარათე და კრიპტო გადახდებს. ამით „ომნო“ ჰპასუხობს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და ხდის საერთაშორისო გადახდებს მარტივსა და უსაფრთხოს.
მომავლის გეგმები და მთავარი გამოწვევები
„ომნოს“ მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე სისტემის მასშტაბირებასა და სკალირებაში მდგომარეობს. „დღეს ჩვენი გუნდი შედგება მხოლოდ 20 თანამშრომლისგან, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს საერთაშორისო ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავებაში,“ – აღნიშნავს მიხეილი. მისი თქმით, გუნდის პროფესიონალიზმი და პროდუქტზე მუშაობის მაღალი სტანდარტები დაეხმარება კომპანიას, გააფართოოს მომსახურება და საერთაშორისო მასშტაბით გაზარდოს პროდუქტიულობა.
მიხეილ მაისურაძის პროფესიონალიზმი, ხედვა და გუნდის ლიდერობა „ომნოს“ წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების გამოყენებით, ის ქმნის პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ მომხმარებლებს სთავაზობს სიმარტივეს, არამედ გლობალური ფინტექ ბაზრის მოთხოვნებს ჰპასუხობს.
„ომნოს“ მისიაა, რომ საერთაშორისო გადახდები უფრო ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტიანი გახდეს – და „It Will.“ სწორედ ამ მისიის ერთგულებაა.
S