PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერი მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა წლიურ ჭრილში 3.2%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 8.5%-ით არის გაზრდილი.
ოქტომბრის მდგომარეობით, ხელფასის მიმღებთა შორის 600 ლარამდე ანაზღაურების მქონე პირთა წილი კვლავ მცირდება, თუმცა მაინც მაღალია და 14.8%-ს უტოლდება. გასული წლის ამავე თვესთან შედარებით მათი წილი 3.1%-ით არის შემცირებული, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 7.7%-ით.
ოქტომბერში ხელფასთა მიმღებთა შორის იმ ადამიანების წილი, რომლებიც ყოველთვიურად 2400 ლარს და მეტს გამოიმუშავებდნენ 29.3%-მდე იყო. 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 6%-ით არის გაზრდილი, 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 11%-ით.
9600 ლარი ან უფრო მაღალი ანაზღაურება ხელფასის მიმღებთა 2.5%-ს ჰქონდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 0.6%-ით მეტია, 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით კი – 0.9%-ით.