2024 წელს ქართული ბანკების წმინდა მოგებამ ₾3 მილიარდს გადააჭარბა

2024 წელს ქართული ბანკების წმინდა მოგებამ ₾3 მილიარდს გადააჭარბა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქმედმა 17-მა კომერციულმა ბანკმა 2024 წელს ჯამურად 3.09 მილიარდ ლარზე მეტის წმინდა მოგება მიიღო. შედარებისთვის, 2023 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მოგებაზე 13 ბანკი გავიდა, 4-მა კი წელი ზარალით დაასრულა. გასული წელი ყველაზე წარმატებული „საქართველოს ბანკისთვის“ აღმოჩნდა, რომელმაც წმინდა მოგების სახით 1.5 მილიარდი ლარი მიიღო. მეორე ადგილზე, 1.2 მილიარდი ლარით, „თიბისია“, ხოლო მესამე პოზიციას „ლიბერთი“ იკავებს, რომელმაც გასულ წელს თითქმის 104 მილიონის წმინდა მოგება ნახა.

რაც შეეხება 2024 წელს ზარალზე გასულ კომერციულ ბანკებს, ესენია: „სილქ ბანკი“, „ჰეშბანკი“, „პეისერა“ და „პეივბანკი“. მათ შორის ყველაზე დიდი ზარალი, 11 მილიონ ლარზე მეტი, „სილქ ბანკმა“ განიცადა. ამის შემდეგ მოდის „ჰეშბანკი“ 5.33 მილიონი ლარით, „პეივბანკი“ – 1 მილიონი ლარით და „პეისერა“ – თითქმის 0.8 მილიონი ლარით.

ბანკების მიხედვით მოგების/ზარალის მაჩვენებლები ასეთია:

#1 საქართველოს ბანკი — 1.504 მლრდ ლარი;

#2 თიბისი ბანკი — 1.206 მლრდ ლარი;

#3 ლიბერთი ბანკი — 104 მლნ ლარი;

#4 ბაზის ბანკი — 78.492 მლნ ლარი;

#5 კრედო ბანკი — 68.862 მლნ ლარი;

#6 ქართუ ბანკი — 36.180 მლნ ლარი;

#7 პროკრედიტ ბანკი — 32.354 მლნ ლარი;

#8 ტერა ბანკი — 31.622 მლნ ლარი;

#9 ხალიკ ბანკი — 20.501 მლნ ლარი;

#10 იშბანკი — 11.979 მლნ ლარი;

#11 ვითიბი ბანკი — 8.413 მლნ ლარი;

#12 პაშაბანკი — 7.291 მლნ ლარი;

#13 ზირაათ ბანკი — 4.919 მლნ ლარი;

#14 პეისერა — -0.792 მლნ ლარი;

#15 პეივბანკი — -1.009 მლნ ლარი;

#16 ჰეშბანკი — -5.335 მლნ ლარი;

#17 სილქ ბანკი — -11.192 მლნ ლარი;