გალტ & თაგარტს გიორგი კუპრაშვილი უხელმძღვანელებს

გალტ & თაგარტს გიორგი კუპრაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოში წამყვან საინვესტიციო, საბროკერო და კვლევით კომპანია „გალტ & თაგარტს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. აღნიშნული პოზიცია ფინანსისტმა და საინვესტიციო ექსპერტმა, გიორგი კუპრაშვილმა დაიკავა [ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის დასტურს].

გიორგი კუპრაშვილს საფინანსო-საინვესტიციო ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. „გალტ & თაგარტის“ გუნდთან შემოერთებამდე იგი იყო მმართველი პარტიორი და დამფუძნებელი კომპანიისა Pinetree Capital, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტექნოლოგიურ და უძრავი ქონების ინდუსტრიებში საინვესტიციო პლატფორმას ავითარებს.

მანამდე გიორგი კუპრაშვილი ნიუ იორკში, კერძო კაპიტალში ინვესტირების კომპანია – Ten Oaks Group-ის საოპერაციო მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მისი საქმიანობა უკავშირდებოდა აშშ-ისა და ევროპულ კომპანიებში საინვესტიციო მიმართულებების ზედამხედველობას, ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ოპერაციული ეფექტიანობის მიღწევას. გიორგი ასევე იყო გლობალური საკონსულტაციო ფირმის- Alixpartners-ის ვიცე პრეზიდენტი, სადაც ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე ბიზნესების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ისეთ საინვესტიციო და ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა Artisan Partners, William Blair, HSBC Bank და სხვები.

გიორგი კუპრაშვილს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აშშ-ში, კოლუმბიის ბიზნეს სკოლაში აქვს მიღებული.

„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი „გალტ & თაგარტის“ გუნდს, რომელიც ქვეყანაში მოწინავეა საინვესტიციო, კვლევითი თუ საბროკერო მიმართულებით. კომპანიას, ინოვაციურობითა და სიახლეებზე ორიენტირებულობით, განსაკუთრებულად ძლიერი რეპუტაცია აქვს და დამსახურებულად იკავებს ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს. ჩემი მიზანი „გალტ & თაგარტის“ გუნდთან ერთად, საქართველოში საინვესტიციო ბაზრის განვითარებაა. გვსურს, ჩვენს ლოკალურ თუ საერთაშორისო პარტნიორებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გავუზიაროთ. ამასთან, მაღალი დონის კვლევებითა და ინსტრუმენტებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას,“ – აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის“ გენარალური დირექტორი.