როგორ მიიღო Apple-მა 2024 წელს $391 მილიარდის შემოსავალი?

როგორ მიიღო Apple-მა 2024 წელს $391 მილიარდის შემოსავალი?

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი, მოცემული დროისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის $3.22 ტრილიონს აღწევს. Apple-ის პროდუქტების ეკოსისტემა, რომელიც ტექნიკისა და სერვისების ფართო სპექტრს მოიცავს, კომპანიას ასობით მილიარდის შემოსავლის მიღებაში ეხმარება.

Apple-ის შემოსავლები პროდუქტების მიხედვით

აღსანიშნავია, რომ Apple-ის iPhone-ის ბიზნესმა გასულ წელს კომპანიის მთლიანი შემოსავლის ნახევარზე მეტი დააგენერირა, 201.2 მილიარდი აშშ დოლარი. რაც შეეხება ტექნიკის სხვა სეგმენტებს – Mac-ის, iPad-ის, AirPods-ის, Apple Watch-ისა და სხვა აქსესუარების ჩათვლით – ისინი ჯამურად შემოსავალში დაახლოებით 24%-ს იკავებს, 93.7 მილიარდი აშშ დოლარით.

შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, iPhone-ის გაყიდვები 2023 წელთან შედარებით ფაქტობრივად უცვლელი იყო, ხოლო iPad-ისა და სატარებელი მოწყობილობების (Wearables) სეგმენტებში, შესაბამისად, 6%-ითა და 7%-ით შემცირდა.

ამავდროულად, გასულ წელს Apple-ის სერვისების სეგმენტმა კომპანიას $96.2 მილიარდის შემოსავალი მოუტანა და ყველაზე სწრაფი ზრდა დააფიქსირა – წლიურ ჭრილში 13%. ცნობისთვის ეს სეგმენტი მოიცავს App Store-ს, iCloud-ს, Apple Music-ს და რეკლამას. აღსანიშნავია, რომ ეს სერვისები Apple-ის ყველაზე მოგებიანი ბიზნესია, 73.9%-იანი მთლიანი მარჟით, რაც მის ტექნიკის განყოფილებას (37.2%) თითქმის ორჯერ აღემატება.

Apple-ის შემოსავლების დაყოფა პროდუქტების მიხედვით (2024 წელი)

კატეგორიაშემოსავლები (ფისკალური წელი დასრულდა 2024 წლის 28 სექტემბერს)წილი შემოსავლებში
iPhone$201.2 მილიარდი51%
სერვისები$96.2 მილიარდი25%
სატარებელი მოწყობილობები, სახლი და აქსესუარები$37.0 მილიარდი9%
Mac$30.0 მილიარდი8%
iPad$26.7 მილიარდი7%
მთლიანი შემოსავალი$391 მილიარდი100%
Apple-ის შემოსავალი ბაზრების მიხედვით

გეოგრაფიულად, Apple-ი შემოსავლების ძირითად ნაწილს ხუთი ბაზრიდან იღებს. ამერიკა კომპანიის უმსხვილეს ბაზრად რჩება, რომელმაც 2024 წელს Apple-ს $167 მილიარდის შემოსავალი მოუტანა. ეს მთლიანი შემოსავლის 43%-ს წარმოადგენს. მას დაახლოებით 101 მილიარდი აშშ დოლარით ევროპა მოჰყვება, ხოლო ჩინეთიდან ტექნოლოგიურმა გიგანტმა 67 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩინეთი იყო ერთადერთი ძირითადი ბაზარი, სადაც კომპანიის გაყიდვები შემცირდა, წლიურად 8%-ით. სანაცვლოდ, გაყიდვები 7%-ით გაიზარდა ევროპის ქვეყნებში.

ბაზარიშემოსავალიწილი შემოსავალში
ამერიკა$167.0 მილიარდი43%
ევროპა$101.3 მილიარდი26%
ჩინეთი$67.0 მილიარდი17%
იაპონია$25.0 მილიარდი6%
დანარჩენი აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები$30.7 მილიარდი8%
სულ$391 მილიარდი100%