როგორ შოულობს Amazon-ი მილიარდებს?

როგორ შოულობს Amazon-ი მილიარდებს?

Amazon-მა 2024 წელს გაყიდვებიდან $638 მილიარდი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ის შესაძლოა მალე ამერიკის ყველაზე შემოსავლიანი კომპანია გახდეს. Amazon-ის შემოსავლების ზრდაში უდიდესი წვლილი მის დივერსიფიცირებულ ბიზნესმოდელს მიუძღვის.

Amazon-ის შემოსავლები ბიზნესსეგმენტის მიხედვით

Amazon-მა ონლაინ მარკეტპლეისის გაყიდვებიდან 247 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, მესამე მხარის გამყიდველების მომსახურებიდან კი 156.1 მილიარდი დოლარის. ეს უკანასკნელი მოიცავს მოვაჭრეებს, რომლებიც Amazon-ის პლატფორმას იყენებენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს Amazon-მა მომხმარებლებს 2 მილიარდზე მეტი „ყოველდღიური აუცილებელი ნივთი“ მიაწოდა. შედარებისთვის, Walmart-მა 2024 წელს 681 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და ხუთი მილიარდი ნივთის მიწოდების (იმავე დღეს მიწოდებით) შესახებ განაცხადა.

არსებული მონაცემებით, Walmart-ი ამერიკის ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მალე მას Amazon-მა გადაასწროს. Walmart-ის ბოლო წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის გაყიდვები 5.1%-ით გაიზარდა, რაც Amazon-ის ზრდის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია.

საინტერესოა, რომ Amazon-ის შემოსავლებში მესამე ადგილი ღრუბლოვანი სერვისების განყოფილებას, AWS-ს ეკავა. მთლიანობაში, AWS-ი კომპანიის საოპერაციო შემოსავლის ნახევარზე მეტს აგენერირებს, გლობალურ ბაზარზე დომინანტური როლის წყალობით. 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, AWS-ი ღრუბლოვანი სერვისების გლობალური ბაზრის 30%-ს ფლობდა, მას მოჰყვება Microsoft-ი 21%-იანი წილით და Google-ი 12%-იანი წილით.

Amazon-ის შემოსავლების დაყოფა სხვადასხვა ბიზნესსეგმენტის მიხედვით:

კატეგორიაშემოსავლები (ფისკალური წელი
დასრულდა 2024 წლის 31 დეკემბერს)
წილი შემოსავალში
ონლაინ მაღაზიები$247.0 მილიარდი38.7%
ფიზიკური მაღაზიები$21.2 მილიარდი3.3%
მესამე მხარის გამყიდველის მომსახურება$156.1 მილიარდი24.5%
სარეკლამო მომსახურება$56.2 მილიარდი8.8%
სააბონენტო სერვისები$44.4 მილიარდი7.0%
AWS$107.6 მილიარდი16.9%
სხვა$5.4 მილიარდი0.9%
წლიური შემოსავალი$638 მილიარდი100%