ახლახან გამოქვეყნებულმა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო გამოცემის ყოველწლიური რეიტინგი „International Accounting Bulletin“-ის (IAB) 2025 წლის კვლევამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გრანთ თორნთონის პოზიციას გლობალურ ასპარეზზე. შთამბეჭდავი, 7.3%-იანი მაჩვენებლით, გრანთ თორნთონმა ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ზრდა აჩვენა თავის მსხვილ კონკურენტებს შორის — რაც ნათლად ასახავს ქსელის მტკიცე სტრატეგიასა და ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას.
გრანთ თორნთონი მეექვსე ადგილს იკავებს გლობალურად, თუ არ გავითვალისწინებთ ფირმების შემოსავალს ალიანსებიდან — რაც უფრო ზუსტად ასახავს ქსელის სიძლიერეს სრულად ინტეგრირებული წევრი ფირმების მიხედვით. ალიანსური შემოსავლის ჩათვლით კი ქსელი მეშვიდე ადგილს იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ალიანსური ფირმები არ ექვემდებარებიან იმავე ვალდებულებებსა და ბრენდის სტანდარტებს, როგორც წევრი ფირმები.
დასახელება | რანჟირება ალიანსების გარეშე | მთლიანი შემოსავლები ალიანსების გარეშე | შემოსავლები ალიანსებიდან | მთლიანი შემოსავალი ალიანსების ჩათვლით | რანჟირება ალიანსების ჩათვლით |
Deloitte | 1 | 67,200.0 | – | 67,200.0 | 1 |
PWC | 2 | 55,381.0 | – | 55,381.0 | 2 |
EY | 3 | 51,200.0 | – | 51,200.0 | 3 |
KPMG | 4 | 38,400.0 | – | 38,400.0 | 4 |
BDO | 5 | 10,337.5 | (4,704.5) | 15,042.0 | 5 |
Grant Thornton | 6 | 7,996.8 | – | 7,996.8 | 7 |
RSM | 7 | 7,334.3 | (2,638.7) | 9,973.0 | 6 |
Baker Tilly | 8 | 5,578.7 | (41.4) | 5,620.1 | 10 |
HLB International | 9 | 5,136.5 | (822.8) | 5,959.3 | 8 |
Forvis Mazars | 10 | 4,922.5 | (268.30) | 5,190.8 | 11 |
Crowe | 11 | 3,752.0 | (2,037.2) | 5,789.2 | 9 |
“წლევანდელი IAB-ის გამოკითხვის შედეგები ხაზს უსვამს, თუ რამდენად შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ქსელმა გასულ წელს. ეს არის წევრი ფირმების დაუღალავი მუშაობის შედეგი მთელს მსოფლიოში. ფოკუსი საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ხარისხის რეპუტაცია და ძლიერი ბრენდი მუდმივად იზიდავს კლიენტებსა და პროფესიონალებს. ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც მივაღწიეთ”, – აღნიშნავს პიტერ ბოდინი, გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის (GTIL) აღმასრულებელი დირექტორი.
ჩვენ, გრანთ თორნთონ საქართველოში გვეამაყება, რომ ვართ ამ გლობალური მიღწევის ნაწილი და მუდმივად უზრუნველვყოფთ იმავე ხარისხის, ინოვაციებისა და მომსახურების მიწოდებას, რამაც განაპირობა ქსელის წარმატება. ჩვენი სტრატეგიული მიზანია ადგილობრივ ბაზარზე ისეთივე პოზიციონირება, როგორც გლობალურად – ვიყოთ მრჩეველი დინამიური ბიზნესებისთვის, რომლებიც ეძებენ მაღალი ხარისხის, ურთიერთობებზე ორიენტირებულ პროფესიულ მომსახურებას. ჩვენი მიზნები შესაბამისობაშია Go Beyond 2025 წლის სტრატეგიასთან, რომელიც ხაზს უსვამს მდგრად ზრდას ხარისხისა და ანგარიშვალდებულების მეშვეობით – წევრი ფირმის ვალდებულებების (MFOs) სრული შესაბამისობის ჩათვლით, რაც ქსელის წევრობის ძირითადი პრინციპია.
საქართველოს ოფისი განაგრძობს უწყვეტ განვითარებას გლობალური ქსელის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად:
- ინვესტირება ტალანტებსა და მენეჯერულ რგოლში
- ინდუსტრიული ექსპერტიზის გაღრმავება
- მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციების დანერგვა
- ნდობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
გლობალური აღიარება გვიბიძგებს, რომ უზრუნველვყოთ ქსელის საერთაშორისო სტანდარტების მუდმივად დანერგვას საქართველოში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ნაწილი ქსელისა, რომელიც მუდმივად განაგრძობს ზრდასა და განვითარებას.
„იმდენად, რამდენადაც შედეგების ანალიზისას, გლობალურად კომპანიები აცნობიერებენ ალიანსების შემოსავლების განცალკევების მნიშვნელოვნებას, ჩვენ კვლავ ვრჩებით გამჭვირვალობისა და მაღალი ხარისხის პრინციპების ერთგულნი. ჩვენ კვლავაც შევიტანთ ქსელის განვითარებაში წვლილს და ამავდროულად, შევქმნით გრძელვადიან ღირებულებებს ქართულ ბაზარზე“ – პაატა შურღაია, მმართველი პარტნიორი.
გრანთ თორნთონი
გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 76,000-მდე თანამშრომელი, 150-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო გამოცემა
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო გამოცემა (IAB) (Internationalaccountingbulletin.com) წარმოადგენს გლობალურ ქსელს, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ B2B ვებგვერდებს და მისი აუდიტორია მოიცავს 55 მილიონ ადამიანს, რომლებიც იკავებენ ლიდერულ პოზიციებს მსოფლიოს გარშემო და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ფართო აუდიტორიაზე. IAB გლობალურად 80-ზე მეტ ბაზარს მოიცავს და აერთიანებს 800-ზე მეტ წარმატებულ ჟურნალისტს, მკვლევარს და ანალიტიკოსს ერთი მიზნისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ბიზნესს.
S