საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი 2025 წლის იანვარ-მარტში

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი 2025 წლის იანვარ-მარტში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.1%-ით გაიზარდა და არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 5.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის ექსპორტი 1.4 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (გაიზარდა 5.7 პროცენტით), იმპორტმა კი 4.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (გაიზარდა 20.1 პროცენტით). შედეგად, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.

საანგარიშო პერიოდში, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის თანახმად, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (669.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (663.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (642.8 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, 500.7 მლნ. აშშ დოლარით. ეს მთლიანი ექსპორტის 35.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე სპირტიანი სასმელებია 54.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 3.9%-ია. მესამე ადგილზეა კი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 53.0 მლნ. აშშ დოლარითა და 3.8%-იანი წილით.

წყარო: საქსტატი

საიმპორტო ათეულში პირველ ადგილზე ასევე მსუბუქი ავტომობილებია, რომლის იმპორტმა 622.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.8% შეადგინა. მეორე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული) 481.1 მლნ. აშშ დოლარითა და იმპორტში 11.4%-იანი წილით, მესამე ადგილზე კი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 301.5 მლნ. აშშ დოლარითა და 7.1%-იანი წილით.

წყარო: საქსტატი