ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მხოლოდ ტენდენცია არ არის, არამედ ის აუცილებლობას წარმოადგენს ბიზნესებისთვის, რომელთა მიზანიც ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით ზრდაა. წამყვანი კომპანიები კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ცდილობენ, თანამედროვე IT-გადაწყვეტები დანერგონ. ამ კონტექსტში, UGT-ისა და HP-ის შორის მრავალწლიანი პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და 28 წლის განმავლობაში საქართველოში ბიზნესისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს.
UGT: ციფრული ტრანსფორმაციის საყრდენი საქართველოში
UGT საქართველოს IT-ინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს და ორგანიზაციებს ტექნოლოგიურ განვითარებაში ეხმარება. კომპანია ექსპერტული ცოდნით, სანდოობითა და მოქნილობით გამოირჩევა.
უახლესი და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების ლოკალურ ბაზარზე ადაპტირება, UGT-ს საშუალებას აძლევს, დარჩეს ლიდერად და წამყვან მოთამაშედ საქართველოში.
ამჟამად, UGT თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 70-ზე მეტ ტექნოლოგიურ კორპორაციასთან, მათ შორის, ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა HP, Microsoft-ი, Cisco, Dell-ი და სხვა. კომპანია ინარჩუნებს უმაღლეს საპარტნიორო სტატუსებს ტექნოლოგიების ყველაზე მნიშვნელოვან მწარმოებლებთან და ყოველწლიურად იღებს საერთაშორისო ჯილდოებს ციფრულ ინოვაციებსა და ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
HP და UGT: ინოვაციებისა და ბიზნესის სინერგია
HP და UGT ერთად, 28 წლის განმავლობაში, არა მარტო ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს აწვდიან კლიენტებს, არამედ ქმნიან ეკოსისტემას, სადაც ბიზნესი მსოფლიო ტენდენციების შესაბამისად ვითარდება. UGT-ის მომხმარებლები იყენებენ უახლეს ბეჭდვით სისტემებს, ავტომატიზებულ დოკუმენტბრუნვასა და IT-ინფრასტრუქტურას, რომლებიც პროცესების ოპტიმიზაციას, უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებასა და ბიზნესის განვითარებას ემსახურება. HP-მ არაერთხელ აღიარა UGT-ის წვლილი ადგილობრივი ბიზნესისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების მხარდაჭერაში. 2023 წელს UGT-მ მიიღო HP-ს უმაღლესი ჯილდო – “Print HW Partner of the Year”, რაც პარტნიორობის მნიშვნელობას და სისტემების დანერგვის მაღალ ხარისხს ადასტურებს.
ახალი ეტაპი პარტნიორობაში: უახლესი ვიდეო
დღეს HP და UGT წარმოგიდგენენ ახალ ვიდეორგოლს, რომელიც გაჩვენებთ, თუ როგორ ეხმარება თანამედროვე IT-გადაწყვეტები კომპანიებს სამუშაო პროცესების ტრანსფორმაციაში, ხარჯების მინიმიზაციასა და მაღალი პროდუქტიულობის მიღწევაში. ვიდეოპრეზენტაცია ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მოწინავე ტექნოლოგიები გახდეს არა მხოლოდ ინსტრუმენტი, არამედ რეალური კატალიზატორი ბიზნესის ზრდისთვის.
HP-ისა და UGT-ის პარტნიორობის ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ერთობლივმა ძალისხმევამ შეცვალოს ბიზნესგარემო და კლიენტებს შესთავაზოს კომპლექსური და ეფექტიანი გადაწყვეტები. ეს პარტნიორობა ინსპირაციული იქნება მეწარმეებისთვის, თავისი ბიზნესები განავითარონ და ისინი ახალ საფეხურზე გადაიყვანონ.
S