Forbes Georgia Banking Conference 2025 — საბანკო სექტორზე ფოკუსირებული ღონისძიება 21 მაისს გაიმართება

Forbes Georgia Banking Conference 2025 — საბანკო სექტორზე ფოკუსირებული ღონისძიება 21 მაისს გაიმართება

Forbes Georgia, Concept Digital-თან და Identomat-თან ერთად წარმოგიდგენთ Forbes Georgia Banking Conference 2025-ს. ღონისძიება 21 მაისს, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილის, Stamba Hotel-ის სივრცეებში – Warehouse Bar & Terrace – გაიმართება და თავს მოუყრის 100-ზე მეტ ლიდერს საბანკო თუ ფინტექ-ინდუსტრიებიდან. 

ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან: Mastercard-ი და Eurocredit-ი.

ღონისძიების პარტნიორები არიან: Crystal-ი, Optio.AI, და ProCredit Bank-ი. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ფინტექ ასოციაცია, საქართველოს საბანკო ასოციაცია და Adjara Group-ი. 

კონფერენციის მიზანია, მარეგულირებელი ჩარჩოების მუდმივი ცვლილებებისა და ტექნოლოგიური გარდატეხის პერიოდში, ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზოს სიცხადე, ცოდნა და პლატფორმა პროგნოზებისა და შეხედულებების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად. პრეზენტაციები და პანელური დისკუსია Warehouse Bar Terrace-ზე შედგება, შემდეგ კი ღონისძიება Warehouse Bar-ში გაგრძელდება, რაც სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, როგორც საქმიან, ისე არაფორმალურ გარემოში დაამყარონ კავშირები.  

შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი: „თანამედროვე ბანკინგი არ არის მხოლოდ ფული, ის არის ნდობის, ინფორმაციისა და ადაპტაციის ხელოვნება. როცა ალგორითმები და კრიზისები რეგულატორებზე სწრაფად მოძრაობენ, მომავალი ეკუთვნის ინსტიტუტებს, რომლებიც ბალანსის ცხრილების მიღმა ფიქრობენ. ჩვენ გადავწყვიტეთ შევკრიბოთ სექტორის ყველაზე გამჭრიახი გონებები არა მხოლოდ ცვლილებებზე სასაუბროდ, არამედ – შესაქმნელად“. 

ღონისძიების პროგრამა ფოკუსირებულია იმ კრიტიკულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომელთა წინაშეც სექტორი ამჟამად დგას – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაწყებული, ღია ბანკინგითა და ფინტექით დასრულებული.

იხილეთ ღონისძიების აჯენდა:

21  მაისი  

📌 ლოკაცია: Warehouse Bar & Terrace

🕗 18:30-19:00 | სტუმრების მიღება და ნეთვორქინგი

🕕 19:10 – 19:20 | Keynote 1: ქართული ლარის ისტორია

გიორგი ბაქრაძე – ეკონომისტი, მეცნიერი

🕒 19:20 – 19:30 |  Keynote 2: ღია ბანკინგი

მიხეილ კაპანაძე, საქართველოს საბანკო ასოციაცია

🕝 19:30 – 19:40 | Keynote 3: საბანკო საქმიანობის მომავალი ხელოვნური ინტელექტით მართულ სამყაროში

იოანე ჩიქოვანი, Concept Digital

🕟 19:40 – 20:00 | პანელური დისკუსია — ბანკინგი გარდამავალ პერიოდში: ინოვაცია და ფინტექის როლი

სპიკერები: ზურაბ კოტარია (Identomat), დავით კიკვიძე (Fintech Association) მიხეილ ნონიკაშვილი (Eurocredit), დავით ზღუდაძე (Mastercard) 

მოდერატორი: ილია რევია (Crystal)

🕗 20:00 – 22:00 |  დრო ნეთვორქინგისა და აზრების გაცვლისათვის მუსიკისა და სასმელების თანხლებით  

🎙️ ღონისძიების წამყვანია გიორგი მირზიკაშვილი, Optio-ს თანადამფუძნებელი.

 

ღონისძიებამ უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი ფინანსურ სექტორში და მასში მონაწილეობის სურვილი არაერთმა წამყვანმა ორგანიზაციამ დაადასტურა.

იოანე ჩიქოვანი, Concept Digital-ის CCO: „მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ამ კონფერენციას, როგორც პლატფორმას ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების შესასწავლად და რეგიონში ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი ცოდნის გაცვლის ხელშესაწყობად.“

ზურაბ კოტარია, Identomat-ის COO და თანადამფუძნებელი: „Identomat-ი ამ კონფერენციის თანაორგანიზატორია, ვინაიდან ფინანსების მომავალი ნდობაზე, მოქნილობასა და თანამშრომლობაზეა დამოკიდებული – და ეს ყველაფერი დიალოგით იწყება. მსგავსი ღონისძიებები გადამწყვეტ როლს ასრულებს ისეთი ეკოსისტემის შექმნაში, სადაც ინოვაცია უბრალოდ კი არ იბადება – ის სწრაფად და პასუხისმგებლობით ვრცელდება. საქართველოს ფინანსური სექტორი მზად არის ლიდერობისთვის და ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ გზის ფორმირებაში მონაწილეობას ვიღებთ.“

 

🎙️ ღონისძიება წარიმართება ქართულ ენაზე.

🎟️ ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე შეგიძლიათ – https://shorturl.at/MNCg1


ორგანიზატორების შესახებ:

Forbes Georgia ქვეყნის წამყვანი ბიზნეს მედია პლატფორმაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას ბიზნესის, ინვესტიციების, ტექნოლოგიების, ლიდერობისა და სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ.

Concept Digital წარმოადგენს ციფრული გადაწყვეტილებებისა და პროდუქტების სააგენტოს, რომელიც კომპანიებს მასშტაბირებასა და ზრდაში ეხმარება.

Identomat გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტით უზრუნველყოფილ იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის გადაწყვეტილებებს. კომპანიის მისიაა, დაცული, მარტივი და სანდო ციფრული გარემო შექმნას ბიზნესებისა და მომხმარებლებისათვის.