I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 8.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა

I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 8.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 8.5 პროცენტით აღემატება. მათ შორის, აეროპორტებმა 758.9 ათასი მგზავრი (8.8 პროცენტით მეტი) მიიღო, ხოლო აეროპორტებიდან 778.6 ათასი მგზავრი (8.2 პროცენტით მეტი) გაემგზავრა.

აღსანიშნავია, რომ მგზავრთა ნაკადის 95.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 6 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს 1.3 პროცენტით აღემატება.

ამავე დროს, ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 7.8 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, 7.0 პროცენტი კი — გაგზავნილი.

მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 120.9 ათასი მგზავრი და გადატანილია 37.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 7.2 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 33.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.