20 ივნისს, Stamba Hotel Rooftop-ის სივრცეში, Forbes Georgia წარმოგიდგენთ შეზღუდული დასწრების ღონისძიებას CREATIVITY MEETS TECH. შეხვედრა Global Tech Weekend-ის ფარგლებში წარიმართება და შეკრებს გლობალურ ლიდერებს ტექნოლოგიების, მედიის, ინვესტიციებისა და გასართობი ინდუსტრიებიდან.
ღონისძიების მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა სფეროს ლიდერები – ისინი, ვინც ცვლიან გლობალურ კულტურას ეკრანებით, კოდით და კაპიტალით.
ღონისძიების იდეასა და კონცეფციაზე საუბრისას, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, შოთა დიღმელაშვილი აღნიშნავს:
„ტექნოლოგიები მხოლოდ ცხოვრების წესს არ ცვლიან. ისინი ცვლიან იმას, როგორ ვყვებით ამბავს, როგორ ვუკავშირდებით ერთმანეთს, როგორ ვხელმძღვანელობთ საქმეს. Forbes Georgia-ში ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ ციფრული და ტექნოლოგიური ხედვის დაპრიორიტეტება, არა მარტო საგამომცემლო საქმეში, არამედ იმაშიც, როგორ ვაკავშირებთ ადამიანებს, იდეებსა და ინდუსტრიებს. ჩვენ გვინდა არა ტენდენციებს აყოლა, არამედ რეგიონის მომავლის დღის წესრიგის შექმნა. Creativity Meets Tech ამ ხედვის გაგრძელებაა – როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე“.
Creativity Meets Tech-ზე მოხვედრა შესაძლებელია Investor Pass-ით, რომელიც ასევე გაძლევთ წვდომას GTWT 2025-ის მთავარ ღონისძიებაზე, დახურულ Pre და After წვეულებებზე, ინვესტორთა სივრცეებზე და მაღალი დონის სტუმრებთან შეხვედრის შესაძლებლობაზე. ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ.
ღონისძიების სპონსორები არიან: BAG, NS Studio, Project X, Schuchmann.
ღონისძიების განრიგი:
- 19:00 – Networking და მიღება;
- 20:00 – Superstar Panel: ხედვები ინოვაციაზე და ტექნოლოგიაზე;
- 20:20 – Ask Me Anything: კითხვა-პასუხის სესია ინვესტორებთან.
ვის იხილავთ პანელურ დისკუსიაზე?
ჰელენ ჰუანი | Enrich Fiscal Fitness-ის დამფუძნებელი
ჰელენ ჰუანს ქალების ფინანსური თავდაჯერებულობის ამაღლების მისიაში მედიისა და ლიდერობის ათწლოვანი გამოცდილება შემოაქვს. ის საზოგადოებაზე ფოკუსირებული მრავალი ინიციატივის შემქმნელია, მიღებული აქვს მონაწილეობა 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გარიგებებში და პიონერია ფინანსური წიგნიერების ღონისძიებების, რომლებიც ქალებს ეხმარება, იცხოვრონ უფრო შინაარსიანი და ღირებულებებზე ორიენტირებული ცხოვრებით.
ტომო მორივაკი | Hyperkinetic Studios-ს დიზაინის დირექტორი
ტომო მირავკს ისტორიაში ყველაზე საკულტო თამაშების შექმნაში მიუღია მონაწილეობა. 20+ წლიანი ინდუსტრიული გამოცდილებით, მას უმუშავია იმგვარ თამაშებზე, როგორებიცაა Call of Duty, Spider-Man, Medal of Honor, SOCOM: U.S. Navy SEALs, The Saboteur და ბევრ სხვა პროექტზე – AAA ბლოკბასტერებიდან დაწყებული ინოვაციური ინდი გამოცდილებებით დამთავრებული. მისი დიზაინის ფილოსოფია აერთიანებს ღრმა ნარატივს ინტუიციურ გეიმპლეისთან და ქმნის ისტორიებს, რომლებსაც მოთამაშეები შეიგრძნობენ. Hyperkinetic-ში ის ხელმძღვანელობს გუნდებს, რომლებიც ქმნიან ინტერაქციული თხრობის მომავალს თამაშებში, XR-სა და ციფრულ სამყაროში.
დენ ჰერმანი | ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი, სტრატეგიული მრჩეველი და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი
ინოვაციების პოლიტიკური ეკონომიკის დოქტორის ხარისხითა და მთავრობების, გლობალური ორგანიზაციებისა და სტარტაპების მრჩევლობის ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილებით, დენს აკადემიური გამჭრიახობისა და სამყაროზე რეალური გავლენის მოხდენის უნარი აქვს. ოს იკვლევს ტექნოლოგიას, კულტურასა და გეოპოლიტიკას დოკუმენტური თხრობის საშუალებით (მისი ბოლო ფილმი The New North არქტიკის მომავლის კვლევის მცდელობაა) და გვეხმარება სწრაფად განვითარებადი სამყაროს გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაშიფვრაში.
მოდერატორი: თენგიზ მესხი | Conceptdigital-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი
დიდ ბრიტანეთში დაბადებული და გაზრდილი თენგიზ მესხი არის Forbes Georgia Under 30-ის პროექტის გამარჯვებული ტექნოლოგიების კატეგორიაში და კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის კურსდამთავრებული, მისი კარიერული გამოცდილება კი საქართველოს ბანკსა და Digital Mckinsey-ს აერთიანებს. ამჟამად თავადვე დაფუძნებული სტარტაპის, Conceptdigital-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორია.
Superstar Panel-ის შემდეგ, გაიმართება კითხვა-პასუხის სესია Ask Me Anything ინვესტორებსა და ეკოსისტემების შემქმნელებთან. სპიკერები იქნებიან:
- ისრაელ პონსი – Pitch to the World / CCG Labs-ის თანადამფუძნებელი;
- ბიბი უიკმენი – PlayCap Investments-ის დამფუძნებელი;
- მარსელ დრიჯე – EBAN-ის საბჭოს წევრი.
ცნობისთვის, რეგიონის ერთ-ერთი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Global Tech Weekend-ი 20-22 ივნისს, თბილისში გაიმართება და სამი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს მოუყრის თავს.
ღონისძიების პროგრამა მოიცავს თემებს: ხელოვნური ინტელექტი, ფინტექი, გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი და სხვა.
ფესტივალის სამი დღიდან ორი პარტნიორების ორგანიზებულ Side Event-ებს მიეძღვნება, ხოლო ერთი სრული დღე მთავარ კონფერენციას დაეთმობა. Forbes Georgia-სთან ერთად Side Event-ებს გამართავენ: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Political Tech Summit, D-Block, Axel – Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups, Commschool.
GTWT-ის სრული პროგრამა და ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: თბილისი ტექნოლოგიების ეპიცენტრი ხდება – Global Tech Weekend Tbilisi 2025 ახლოვდება.
მსგავსი მასალები: