საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერისა და სამეწარმეო საქმიანობის წახალისების მიზნით, მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს — ბანკის ფილიალში ბიზნესის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, ისინი მომსახურების სტანდარტულ საფასურს ნაწილობრივ ან სრულად დაიბრუნებენ.
კონკრეტულად, აქციის ფარგლებში:
- ინდ. მეწარმეები ანგარიშზე ქეშბექის სახით უკან მიიღებენ რეგისტრაციის სრულ საფასურს;
- შპს-დ რეგისტრირებულ პირებს კი დაუბრუნდებათ რეგისტრაციის ღირებულების 20%.
საქართველოს ბანკში ბიზნესის რეგისტრაცია თბილისში, ხუთ ფილიალშია ხელმისაწვდომი. მომხმარებლებს შეუძლიათ, ბანკშივე გაიარონ პროცედურა, რაც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთვისაა საჭირო. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ არის შესაძლებელი, რაც განსაკუთრებით ამარტივებს პროცესს და ზოგავს დროს. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისი რეგიონებშიც გახდება ხელმისაწვდომი.
ბიზნესის რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ადგილზე ან ბიზნეს მობილბანკით გახსნან ანგარიში და ისარგებლონ სასტარტო ბიზნესნაკრების ბენეფიტებით, რომელშიც შედის:
- ბიზნესანგარიში;
- ბიზნესბარათი;
- ტერმინალი – 3 თვე მომსახურების საკომისიოს გარეშე;
- ონლაინ გადახდები – საკომისიოს გარეშე და სხვა. სრული სია იხილეთ აქ.
გაიგეთ მეტი ფილიალში ბიზნესის რეგისტრაციისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
ინფორმაციისთვის: ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში შესაძლებელია საქართველოს მოქალაქე ინდ. მეწარმეებისთვის ან შპს-სთვის, რომლის დამფუძნებელი ან დირექტორიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
S