მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლები

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლები

Visual Capitalist-მა, NordPass-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლების სიას შემოგვთავაზა. როგორც კვლევამ აჩვენა, მილიონობით ადამიანი კვლავ ძალიან მარტივ და ჰაკერებისთვის ადვილად გამოსაცნობ პაროლებს იყენებს, რაც მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლები მარტივი ციფრული თანმიმდევრობებია. NordPass-ის მონაცემების მიხედვით, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს – „123456“, რომელიც მონაცემთა გაჟონვებიდან შეგროვებული 2.5-ტერაბაიტიანი ბაზიდან 3 მილიონზე მეტჯერ დაფიქსირდა.

გარდა ციფრებისა, მომხმარებლები ხშირად იყენებენ კლავიატურის მარტივ შაბლონებს, მაგალითად როგორიცაა „qwerty“, ან მარტივ სიტყვებს, მაგალითად – „password“, „secret“ ან „iloveyou“. ზოგს ამ სიტყვებში მხოლოდ მცირე ცვლილება შეაქვს  – მაგალითად „password1“ ან „Password“, თუმცა ეს დიდ განსხვავებას არ იძლევა და მაინც ადვილად გამოსაცნობი რჩება.

როგორ შევქმნათ ძლიერი პაროლი? NordPass-ი გვირჩევს, რომ მინიმუმ 20 სიმბოლო გამოვიყენოთ; დიდი და პატარა ასოები, ციფრები და სპეციალური სიმბოლოები (@, #, $, % და სხვა) ერთმანეთს შევურიოთ; არასდროს გამოვიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა პლატფორმისთვის; გამოვიყენოთ ბრაუზერის მიერ შემოთავაზებული ძლიერი პაროლები (მაგალითად, Google Chrome-ის ფუნქცია).

პოზიციაპაროლიგამოყენების სიხშირე
11234563,018,050
21234567891,625,135
312345678884,740
4password692,151
5qwerty123642,638
6qwerty1583,630
7111111459,730
812345395,573
9secret363,491
10123123351,576
111234567890324,349
121234567307,719
13000000250,043
14qwerty244,879
15abc123217,230
16password1211,932
17iloveyou197,880
1811111111195,237
19dragon144,670
20monkey139,150
21123123123119,004
22123321106,267
23qwertyuiop101,048
240000000099,292
25Password95,515

მონაცემები აღებულია NordPass-იდან, რომელმაც ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლები 2.5-ტერაბაიტიან ბაზაზე დაყრდნობით გააანალიზა. ბაზა მოიცავს იმ მონაცემებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში გაჟონვის შედეგად ინტერნეტში გავრცელდა.