Astria Learning-ი, ციფრული განათლების ინფრასტრუქტურის გლობალური ლიდერი, რომელიც ოპერირებს 16-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის განაში, მექსიკაში, ბოტსვანასა და იორდანიაში, ოფიციალურად აცხადებს საქართველოში გაფართოებას. ეს სტრატეგიული ინიციატივა მიზნად ისახავს ქართული უნივერსიტეტების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბრენდის ქვეშ მზარდი, საერთაშორისო სტანდარტებზე აღიარებული ონლაინ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხორციელება, ყოველგვარი საწყისი კაპიტალის ინვესტირების გარეშე.
Astria Learning-ის აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ჯეფ ბორდესი, ცოტა ხნის წინ ეწვია საქართველოს, ის შეხვდა პრესტიჟული უნივერსიტეტების ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (GTU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (SOU) წარმომადგენლებს. შეხვედრების დროს განხილული იყო, თუ როგორ შეუძლია Astria Learning-ის თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვნად გააძლიეროს ქართული უნივერსიტეტების აკადემიური წვდომა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურ დონეზე.
დოქტორმა ბორდესმა აღნიშნა:
„ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ქართულ უნივერსიტეტებს სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი მსოფლიო დონის ციფრული ინფრასტრუქტურის საშუალებით. განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მოქნილი და მომავლისთვის მომზადებული. ჩვენი ყოფნა საქართველოში არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად.“
Astria Learning-ის ყოვლისმომცველი eCampus ეკოსისტემა მოიცავს ხელოვნული ინტელექტით აღჭურვილ ჭკვიან სისტემებს, როგორიც არის, სასწავლო მართვის სისტემა, კამპუსის მენეჯმენტის სისტემა, ონლაინ და ოფლაინ ციფრულ ბიბლიოთეკა და მობილურ მოწყობილობებს, რომელთა საშუალებით ხარისხიანი ონლაინ განათლების მიღება შესაძლებელი ხდება ნაკლებად ხელმისაწვდომ რეგიონებშიც. ეს ეკოსისტემა უნივერსიტეტებს შემდეგი სახის მხარდაჭერას სთავაზობს:
- პროგრამისა და პლატფორმის დიზაინი
- სტრატეგიული მარკეტინგი და სტუდენტთა მიღება
- სტუდენტების პირველადი ინტეგრაცია და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის სერვისები
- მონაცემებზე დაფუძნებული სტუდენტური ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმები
ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა გულისხმობს სასწავლო პროგრამების გაფართოებას, უნივერსიტეტების შემოსავლების ზრდასა და ახალი სტუდენტების მოზიდვას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურად. ამასთან, უნივერსიტეტები არა მარტო შეინარჩუნებენ აკადემიურ კონტროლს, არამედ გაზრდიან მათი სახელის ცნობადობას და პრესტიჟულობას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ონლაინ სწავლებისა და სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება, რაც ხელს უწყობს თანამედროვე განათლების ხელმისაწვდომობას. ეს არის ჩვენი მომავალი“.
რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით დაინტერესებისათვის და აღნიშნა, რომ „Astria Learning“-ის შემოთავაზება სრულ თანხმობაში მოდის როგორც უნივერსიტეტის მისიასთან, რაც გულისხმობს სწავლების ინოვაციური ფორმების დამკვიდრებას, ასევე – საუნივერსიტეტო დიპლომატიის სულისკვეთებასთან.
ამ მაღალი ხარისხის, მოქნილი ონლაინ პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს სთავაზობს:
- მოქნილ გრაფიკს, რომელიც ხელს უწყობს მუშაობისა და პირადი ვალდებულებების შეთავსებას
- საერთაშორისო დონის პროფესორებისა და პროგრამების ხელმისაწვდომობას
- თანამედროვე შრომის ბაზრისთვის შექმნილ სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხებს გლობალური აღიარებით.
Astria Learning-ის საქართველოში შემოსვლა თანხვედრაშია ქვეყანაში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმებთან. საქართველოს უნივერსიტეტებს უკვე აქვთ სრულად ონლაინ სამაგისტრო პროგრამების დანერგვის უფლება, გარდა ამისა, დასაშვები ხდება და ახლებურად დარეგულირდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება. ეს ცვლილებები შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ უნივერსიტეტებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ გლობალურ ონლაინ საგანმანათლებლო სივრცეში.
ეს სტრატეგიული გაფართოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Astria Learning-ის მისწრაფებას, შექმნას ინკლუზიური, თანამედროვე ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემები და დაეხმაროს ქართულ უნივერსიტეტებს, აღმოჩნდნენ გლობალური უმაღლესი განათლების ინოვაციების წინა ხაზზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://astrialearning.com/
S