Spotify-ი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციას ამატებს

Spotify-ი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციას ამატებს

Spotify-ის მომხმარებლებს მალე საშუალება ექნებათ, პირდაპირ აპლიკაციაში გაუგზავნონ ერთმანეთს შეტყობინებები. აქამდე სიმღერების, პოდკასტებისა და აუდიო წიგნების გასაზიარებლად, მომხმარებლები იყენებდნენ ტექსტურ შეტყობინებებს ან სხვა სოციალურ პლატფორმებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი ფუნქციის მიზანია, მომხმარებლებისთვის კომუნიკაციის პროცესი უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს.

ამ ფუნქციის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ Spotify-ის კონტენტის გაზიარებას და შეტყობინებების გაცვლას იმ ადამიანებთან, რომლებთანაც უკვე ჰქონიათ ურთიერთობა. აპლიკაცია ასევე შემოგთავაზებთ იმ ადამიანებს, ვისთანაც შეიძლება კომუნიკაცია დაამყაროთ. ეს კონტაქტები შეიძლება იყოს ისინი, ვინც თქვენს პლეილისტებს დაემატნენ, ან ვისთან ერთადაც იყენებთ Family ან Duo გეგმას.

ფუნქციით სარგებლობა მარტივია — სიმღერის, პოდკასტის ან აუდიო წიგნის მოსმენისას, Now Playing განყოფილებაში დააჭერთ გაზიარების ღილაკს, აირჩევთ მეგობარს და გაუგზავნით შეტყობინებას.

ეს ფუნქცია 16 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.