მიმდინარე წლის 4 სექტემბერს Forbes Georgia და Caspian Energy Club-ი რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. კასპიის მე-13 ენერგეტიკული ფორუმი Hilton Batumi-ში გაიმართება და აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და შავი ზღვა–კასპიის რეგიონიდან 100-ზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს უმასპინძლებს.
ღონისძიების მთავარი მიზანია, კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაეხმაროს რეგიონში ეკონომიკური, ლოგისტიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიზნესგამოწვევების გადაჭრასა და საპორტო თუ სატრანსპორტო ინოვაციური პროექტების წახალისებაში.
ფორუმი დავოსის ფორმატში ჩატარდება და მოიცავს მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, CEO-ტურს, რეგიონული ნეტვორკინგისა და გრძელვადიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას. დამსწრეებს შორის იქნებიან კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასოციაციების, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ენერგეტიკის დარგის პროფესიონალები.
Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა და სს Media Partners-ის დირექტორმა, შოთა დიღმელაშვილმა და Caspian Energy Club-ის მმართველმა დირექტორმა, გიუნელ გულიევამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
შოთა დიღმელაშვილის თქმით, ეს პარტნიორობა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის კერძო სექტორებში ახალი ინტელექტუალური თუ ეკონომიკური დიალოგის დასაწყისია და oს მადლობას უხდის Caspian Energy Club-ს ფორუმისთვის, რომელიც გარდამტეხ იდეებს რეალურ შედეგებად აქცევს. გიუნელ გულიევამ კი აღნიშნა, რომ Forbes Georgia-სთან პარტნიორობა წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონული ძალისხმევის გასაერთიანებლად, ხელს უწყობს მდგრადი მედიასისტემისა და გრძელვადიანი საკომუნიკაციო განრიგის შექმნას.
ღონისძიების მხარდამჭერებს შორის არიან აზერბაიჯანის ბიზნესასოციაცია და სხვა რეგიონული ბიზნესორგანიზაციები. ფორუმის სპონსორები არიან: PASHA Bank, Socar, CMC, Achar Energy, CCEH, Caspian Service.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.
კასპიის ენერგეტიკულ ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან:
- თელმან ალიევი – Caspian Energy Club-ის თავმჯდომარე;
- ოსმან ჩალისკან – Georgia Business Council and Georgia International Investors Association, DEIK Türkiye-ის თავმჯდომარე;
- გური ქოიავა – Forbes Georgia-ს წარმომადგენელი;
- მაია მელიქიძე – GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.
- რამილ იმამოვი – PASHA Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, PASHA Bank Georgia-ს CEO.
ღონისძიებაზე იქნება ორი მოხსენება და სამი პანელური დისკუსია. პირველი მოხსენების თემაა საქართველო, როგორც სტრატეგიული ენერგეტიკული კორიდორი, ხოლო სპიკერი გიორგი აბრამიშვილი – საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე და Energysolutions-ის მმართველი პარტნიორი. მეორე მოხსენების თემა კი ESG-ია, მომხსენებელი: ნანა ბერძენიშვილი – Caucasus Clean Energy Holding CCEH-ის ESG-ისა და მდგრადობის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება პანელურ დისკუსიებს, პირველი მათგანის თემა მწვანე ენერგია: წარმოება, ტრანსმისია, ფინანსირებაა, მონაწილეები კი არიან:
- ლევან ვეფხვაძე – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი (მოდერატორი);
- ჩაღათაი ულქერი – Eksim Holding-ის Achar Energy-ის გენერალური დირექტორი;
- ელმირ მუსაევი – SOCAR Green-ის გენერალური დირექტორი;
მეორე პანელური დისკუსიის თემაა ენერგია და ტექნოლოგია: ახალი მოდელები ჭკვიანი ინფრასტრუქტურისა და ინოვაციებისთვის. მონაწილეები არიან:
- დავით ციცქიშვილი – Tstitsko Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი (მოდერატორი);
- თორნიკე დარჯანია – Helios Energy-ის დამფუძნებელი და მზის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელი;
- მურმან პატარაია – Biodiesel Georgia LLC-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი;
- ლევან კოკაია – GREDA-ს იურისტი.
მესამე პანელური დისკუსიის თემაა ინვესტირება მწვანე ენერგიის მომავალში: რას უნდა ხედავდნენ გლობალური ინვესტორები, მონაწილეები კი არიან:
- მაია მელიქიძე – GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი (მოდერატორი);
- ნადირ ბაბაზადე – ABB Invest Investment Company-ის აღმასრულებელი დირექტორი;
- მარიამ ჩახვაშვილი – Galt & Taggart-ის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი
- ანდრო თვალიაშვილი – TBC Capital-ის ვიცე-პრეზიდენტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიება მოიაცავს CEO-ტურებს ენერგოსაწარმოებში, ფორუმი კი ნეტვორკინგითა ვახშამით დასრულდება.
ცნობისთვის, Forbes-ის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი საქართველოში სს Media Partners-ია და ბეჭდვით და ციფრულ გამოცემებთან ერთად, ის ავითარებს Forbes-ის ბრენდული ღონისძიებების მიმართულებას, ორგანიზებას უწევს კონფერენციებსა და სპეციალურ სარედაქციო პროექტებს, რომლებიც ინოვაციაზე, ლიდერობასა და ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული.
კასპიის ენერგეტიკული ფორუმის ინიციატორი კი Caspian Energy Club-ია, რომელიც უკვე 22 წელზე მეტია, ფუნქციონირებს, აერთიანებს 50 ქვეყნის 5,000-ზე მეტ კომპანიას და მიზნად ისახავს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას. ორგანიზაციის ოფისები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიცაა. ენერგეტიკული ფორუმი, როგორც წესი, ტარდება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქეთსა და საქართველოში. წლევანდელ ლოკაციად ბათუმი მისი გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო შეირჩა.