ზელენსკის თქმით, 2026 წელს რუსეთის ბიუჯეტი $100-მილიარდიანი დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება

ზელენსკის თქმით, 2026 წელს რუსეთის ბიუჯეტი $100-მილიარდიანი დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ელიან, რომ რუსეთის ბიუჯეტი მომავალ წელს თითქმის 100 მილიარდი დოლარის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. ამით ზელენსკიმ ომის ფონზე მოსკოვის მზარდ ეკონომიკურ გამოწვევებს გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს რუსეთს მნიშვნელოვანი დეფიციტი ექნება ბიუჯეტში, თითქმის 100 მილიარდი დოლარი“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის თქმით, ერთი თვის წინ დეფიციტმა 71 მილიარდი დოლარი შეადგინა. მან პირობა დადო, რომ ნოემბერში უკრაინის დაზვერვისგან უფრო დეტალურ ანალიტიკას გააზიარებს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებულმა 50%-იანმა ტარიფმა რუსეთის ეკონომიკური პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს, თუ ეს ზომები ნიუ-დელის აიძულებს, რუსული ნავთობის შესყიდვები შეამციროს.

ცნობისთვის, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა აგვისტოს ბოლოსთვის 4.19 ტრილიონ რუბლს (49.4 მილიარდი დოლარი) მიაღწია, რაც მთავრობის წლიურ სამიზნე ნიშნულს უკვე აღემატება.