საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 318.71 მილიონი აშშ დოლარი (865.6 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 13.4%-ით (37.6 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 143.26 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 44.95%-ს შეადგენს. წლიურმა ზრდამ 14.99% შეადგინა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, სექტემბერში ფულადი გზავნილებით კვლავ აშშ ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 59.27 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 16.51%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე, 53.17 მილიონი აშშ დოლარით, იტალიაა, საიდანაც წლიურ ჭრილში ფულადი გზავნილები 12.36%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 41.32 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 20.20%-იანი ზრდა აღინიშნა.
მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მილიონი აშშ დოლარი (110.9 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2024 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5%-ით მეტია.












